როგორ გახდა საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოს ჯანდაცვის ნაწილი: ადვოკატირებიდან კანონამდე და პირველ Platinum აკრედიტაციებამდე.
ქრონოლოგია
- 2014
აკრედიტაციის ადვოკატირება იწყება: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი და პროფ. გიორგი ფხაკაძე სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.
- 2023, იანვარი
ჯანდაცვის სამინისტრო იღებს ბრძანებას №4/ნ: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლებისთვის საერთაშორისო აკრედიტაცია სავალდებულო ხდება.
- 2023, აპრილი
საქართველოში იხსნება Accreditation Canada-ს ოფიციალური წარმომადგენლობა, ერთ-ერთი იმ ოთხიდან, რაც ორგანიზაციას ევროპაში აქვს.
- 2023, მაისი
პირველი ხელშეკრულებები: ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკები, „ჰერა 2011“ და სხვა დაწესებულებები უერთდებიან Accreditation Canada-ს პროგრამას.
- 2023, ივნისი
ღია კონკურსით ყალიბდება ადგილობრივი ექსპერტების გუნდი, რომელიც Accreditation Canada-ს სწავლებას გადის.
- 2023, დეკემბერი
პარტნიორი კლინიკების რიცხვი 20-ს აჭარბებს: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი.
- 2024, აპრილი
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი უერთდება პროგრამას; პარტნიორ დაწესებულებათა რიცხვი 23-ს აღწევს.
- 2024, ივნისი
პირველი პაციენტთა საბჭოები: „ვივამედი“, ქუთაისის „ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია“ და „ქსენონი“, შემდეგ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“.
- 2024, სექტემბერი
გუნდი საქართველოს ჯანდაცვის ტრანსფორმაციის გამოცდილებას ISQua 2024-ის საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგენს.
- 2025, თებერვალი
9 ქართულმა დაწესებულებამ Accreditation Canada-ს Platinum აკრედიტაცია მიიღო.
- 2025, მარტი
ადგილობრივი მრჩევლები Accreditation Canada-ს საერთაშორისო შემფასებლები ხდებიან.
- 2025, მაისი–სექტემბერი
13 უფასო ონლაინ ტრენინგი ყველა კლინიკისთვის, ზოგიერთს 200-მდე მონაწილე ჰყავს.
- 2025, დეკემბერი
ბრძანება №34/ნ: ამბულატორიებისა და ლაბორატორიების ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია.
- 2026, ივნისი
ბრძანება №20/ნ: მინისტრს შეუძლია ცალკეული დაწესებულებისთვის საგამონაკლისო პირობების დადგენა.
- 2026, 31 დეკემბერი
ამბულატორიული, დღის სტაციონარისა და ლაბორატორიული მიმწოდებლების ვადა.
რა შემდეგ
შემდეგი ეტაპია ამბულატორიული და ლაბორატორიული სექტორი, 2026 წლის 31 დეკემბრის ვადით, და უკვე აკრედიტებული დაწესებულებების მხარდაჭერა მომდევნო ციკლში. 2026 წლის ვადის გზამკვლევი