Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში

ტრენინგები და ღონისძიებები

უფასო ტრენინგები საქართველოს ყველა კლინიკისთვის და მუდმივი სწავლება პარტნიორი დაწესებულებებისთვის.

  • 13უფასო ონლაინ ტრენინგი 2025 წელს
  • 200-მდემონაწილე ერთ სესიაზე
  • ყველასთვისაკრედიტებული იქნება თუ არა კლინიკა

2025 წლის ღია ტრენინგების სერია

2025 წლის მაისიდან სექტემბრამდე Accreditation Canada-ს თბილისის ოფისმა ჩაატარა 13 თემატური ონლაინ ტრენინგი ჰოსპიტალურ მენეჯმენტსა და ხარისხის გაუმჯობესებაზე. ტრენინგები უფასო და ღია იყო საქართველოს ყველა კლინიკისთვის, მიუხედავად იმისა, გადის თუ არა დაწესებულება აკრედიტაციას.

სერიამ მოიცვა პაციენტის უსაფრთხოება და იდენტიფიკაცია, კომუნიკაცია, ტექნიკური მართვა და სტერილიზაცია, მედიკამენტების შეჯერება, პაციენტთა განათლება და საბჭოები, ინციდენტების პრევენცია და ანალიზი, სამედიცინო დაწესებულების PR და სხვა თემები.

თარიღი თემა ტრენერი მონაწილე
23.05.2025 საავადმყოფოს აკრედიტაციის კოორდინატორებისთვის გიორგი ფხაკაძე ~20
16.06.2025 დაცემა ჰოსპიტალში არ უნდა ხდებოდეს სულხან ინაიშვილი
24.06.2025 სამედიცინო აპარატურის ტექნიკური მართვა ჰოსპიტალში ირაკლი აფშინაშვილი ~60
30.06.2025 მედიკამენტების შეჯერება – უსაფრთხო მკურნალობის საფუძველი Accreditation Canada-ს თბილისის ოფისი ~200
10.07.2025 სასტერილიზაციო სტანდარტები (შესავალი) სოფიო ქუთათელაძე 100+
23.07.2025 კომუნიკაცია სამედიცინო დაწესებულებაში ირინე ფხაკაძე ~150
05.08.2025 ინციდენტების პრევენცია და ანალიზი თამარ თალაკვაძე ~150

ტესტის წარმატებით ჩაბარების (75%-ზე მეტი) შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

ვინ ატარებს ტრენინგებს

ტრენერები Accreditation Canada-ს ადგილობრივი მრჩევლები არიან, რომელთაგან რამდენიმე 2025 წლიდან საერთაშორისო შემფასებლის სტატუსითაც მუშაობს. გუნდის სრული შემადგენლობა: ჩვენ შესახებ.

სწავლება პარტნიორი დაწესებულებებისთვის

  • ყოველთვე ორი ონლაინ კურსი ყველა თანამშრომლისთვის GMJ Academy-ზე;
  • კვარტალური შერეული სწავლება ადგილზე;
  • ვიზიტის სიმულაცია და ყოველთვიური ვიზიტები პირადი კოორდინატორის მიერ.

დეტალები: მრჩეველთა სერვისები.

შემდეგი ტრენინგები

ახალი ტრენინგების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სიახლეებში და sheniekimi.ge-ზე. თუ გსურთ ტრენინგის შესახებ შეტყობინება, მოგვწერეთ [email protected]-ზე ან WhatsApp-ზე.

ხშირად დასმული კითხვები

ვის შეუძლია ტრენინგებში მონაწილეობა?

2025 წლის ღია ტრენინგები უფასო იყო საქართველოს ყველა კლინიკის პერსონალისთვის, მიუხედავად აკრედიტაციის სტატუსისა.

გაიცემა თუ არა სერტიფიკატი?

დიახ, ტესტის 75%-ზე მეტით ჩაბარების შემდეგ მონაწილეები ინგლისურენოვან სერტიფიკატს იღებენ.

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

ტრენინგები და ღონისძიებები

https://accreditation.ge/trainings/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. ტრენინგები და ღონისძიებები [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2026 [cited 2026 Sep 23]. Available from: https://accreditation.ge/trainings/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp