Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

covax- პლატფორმასთან მომხდარ გაუგებრობაზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლია – გიორგი ფხაკაძე

01-03-2021 Rustavi2

covax- პლატფორმასთან მომხდარ გაუგებრობაზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლია – გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ covax- პლატფორმასთან მომხდარ გაუგებრობაზე და ვაქცინაციის პროცესის კიდევ ერთხელ გადავადებაზე პასუხისმგებელი პირი მინისტრი ვერ იქნება.

“მინისტრი ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება, იმიტომ რომ მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობა. მინისტრთან სხვა პრეტენზიები გვაქვს ჩვენ ყველას. უბრალოდ, აქ ვიღაც სხვა უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი.

პასუხისმგებელი პირი აქ არსებობს, მე როდესაც ვიყავი პრემიერთან შეხვედრაზე, პრაქტიკულად დაავადებათა კონტროლი ლაპარაკობდა და მინისტრი ხმას არ იღებდა. ჩანდა, რომ ლიდერშიფი იყო ის.

საქმე საქმეზე როდესაც დგება და ერთხელ ვთქვი კომენტარი, ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგადო. აი, ვინ რას ასწავლის, აი ეს არის პასუხი, სად არის ვაქცინა? სად არის პასუხისმგებლობა 3000 ადამიანზე, პირბადეების კონტროლი ვერ გააკეთეს ელემენტარულად და ახლა ვსაუბრობთ პროფესიონალიზმზე?”-აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/191773

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

covax- პლატფორმასთან მომხდარ გაუგებრობაზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლია – გიორგი ფხაკაძე

https://accreditation.ge/post/covax-პლატფორმასთან-მომხდარ-გ/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. covax- პლატფორმასთან მომხდარ გაუგებრობაზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლია – გიორგი ფხაკაძე [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2023 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/covax-პლატფორმასთან-მომხდარ-გ/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp