Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

ჯანდაცვის ექსპერტი კორონავირუსის ვაქცინებზე

05/01/2021

ჯანდაცვის ექსპერტი კორონავირუსის ვაქცინებზე

ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი კორონავირუსის არცერთი ვაქცინა მასობრივი გამოყენებისთვის მზად არ არის, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნითაც დასტურდება.

ამის შესახებ ექსპერტმა ლაივ მიმართვის დროს ისაუბრა და არსებული ვაქცინები ხაჭაპურს შეადარა, რომელიც ჯერ მზად არაა.

გინდა Pfizer აიღე, გინდა Moderna და გინდა AstraZeneca, ყველა ეს ვაქცინა არის, როგორც ხაჭაპური, რომელშიც ყველა ინგრედიენტი არის საუკეთესო, ისევე როგორც ღუმელი, რომელშიც ის უნდა გამოცხვეს. თუმცა, მოხდა ის, რომ ეს ხაჭაპური შეაგდეს ღუმელში და ზუსტად ერთ წუთში გამოიღეს და გეუბნებიან ჭამეო. განა ცუდია, მაგრამ არ აცალეს გამოცხობა. მე მაგალითად ერთწუთიან ხაჭაპურს ვერ შევჭამ.

მე ვარ, ფაქტობრივად, მევაქცინე. ვაქცინებმა გადაგვარჩინა, მაგრამ არ არის ეს ვაქცინები მზად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ კარგია მისაღებად, არამედ თქვა, რომ ეს ვაქცინები კარგია საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსაყენებლად“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/ar-aris-mzad-ertwutian-khachapurs-ver-shevcham-jandacvis-eqsperti-koronavirusis-vaqcinebze

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

ჯანდაცვის ექსპერტი კორონავირუსის ვაქცინებზე

https://accreditation.ge/post/ჯანდაცვის-ექსპერტი-კორონ/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. ჯანდაცვის ექსპერტი კორონავირუსის ვაქცინებზე [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Oct 24]. Available from: https://accreditation.ge/post/ჯანდაცვის-ექსპერტი-კორონ/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp
Operated by the Public Health Institute of Georgia (PHIG) · non-profit, ID 404407815 · 3 Betlemi Rise, Tbilisi 0105, Georgia · info@accreditation.ge · Policy Framework · Legal notice · Privacy · Accessibility · Part of the PHIG network