Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

“შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების“, სინამდვილეში კი რუსეთის აგენტების საქმიანობა” – ფხაკაძე

04/11/2021

“შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების“, სინამდვილეში კი რუსეთის აგენტების საქმიანობა” – ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

„8 ნოემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყება 5-11 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია. 28 მილიონი ამერიკელი ბავშვი აიცრება უახლოეს კვირებში. ამერიკის მოზრდილი მოსახლეობის 80% უკვე აცრილია. პენსიონერების 50% უკვე აიცრნენ ბუსტერით.

საფრანგეთში (ყველაზე დიდი ანტივაქსერული ქვეყანა ევროპაში) აცრილია 12 წლის ზევით მოსახლეობის 86.6%საქართველოში კი ყველაზე „ჭკვიანი“ ხალხი ცხოვრობს. რეალურად საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5-8% არის აცრილი.

ვის ინტერესებში შედის, რომ საქართველო განადგურდეს შიგნიდან,?! დაფიქრდით… რა თქმა უნდა, რუსეთის ომი ჯერ არ დამთავრებულა.

საიდან ამ ანტივაქსერებს ასეთი დაფინანსება? რა თქმა უნდა, რუსეთის სხვადასხვა „ორგანიზაციები” დგანან ამის უკან. საქართველოში ყველა ანტივაქსერი იყენებს რუსულ ვებგვერდებს, სადაც “სიმართლე” წერია.

ალბათ, დროა, შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების“, სინამდვილეში კი რუსეთის აგენტების საქმიანობა. გავუფრთხილდეთ თითოეულ სიცოცხლეს“

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

“შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების“, სინამდვილეში კი რუსეთის აგენტების საქმიანობა” – ფხაკაძე

https://accreditation.ge/post/შეისწავლონ-ქართველი-ანტი/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. “შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების“, სინამდვილეში კი რუსეთის აგენტების საქმიანობა” – ფხაკაძე [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/შეისწავლონ-ქართველი-ანტი/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp