Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

„ყველა დაინფიცირდება, ვირუსი არავის არ ასცდება“ – გიორგი ფხაკაძე

19/07/2022

„ყველა დაინფიცირდება, ვირუსი არავის არ ასცდება“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტით მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაინფიცირდება.

გიორგი ფხაკაძემ მოსახლეობას, რეკომენდაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„არასასურველი სცენარით განვითარდა ყველაფერი. სამწუხაროდ, მორიგი ტალღა კოვიდაფეთქების დაიწყო. 2-3 კვირაში სამედიცინო დაწესებულებებზე იქნება ძალიან დიდი წნეხი. ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა დაიწყება აგვისტოს დასაწყისში. აუცილებელია ბუსტერის გაკეთება. 60 წელს გადაცილებული ადამიანები უნდა აიცრან „ფაიზერით“.

კორონავირუსის ახალი ვარიანტები ყველას დაგვემართება, ყველა დაინფიცირდება, არავის არ ასცდება. 80% გადაიტანს უსიმპტომოდ. ინფიცირებული 10 კაციდან 8 ახალ ვარიანტს გართულების გარეშე გადაიტანს. ნუ აჰყვებით პანიკას, არავითარ შემთხვევაში ანტიბიოტიკების უაზრო ყლაპვა და თვითმკურნალობა. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აგვისტოს ბოლომდე BA.5-ს გადაიტანს.

ინდოეთში წარმოშობილი ახალი ვარიანტი უფრო ვერაგი და BA.5-ზე უფრო ძლიერი, ის ელვისებურად ვრცელდება. სექტემბერი ოქტომბრისთვის უნდა მოვემზადოთ, ნოემბერს კი შეიარაღებული უნდა დავხვდეთ – ვაქცინაციით“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://pia.ge/news/covid-19/kvela-dainphitsirdeba-virusi-aravis-ar-astsdeba-giorgi-phkhakadze

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

„ყველა დაინფიცირდება, ვირუსი არავის არ ასცდება“ – გიორგი ფხაკაძე

https://accreditation.ge/post/ყველა-დაინფიცირდება-ვირუ/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. „ყველა დაინფიცირდება, ვირუსი არავის არ ასცდება“ – გიორგი ფხაკაძე [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2022 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/ყველა-დაინფიცირდება-ვირუ/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp