Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

„ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა – აღნიშნულ პროცესზე პასუხისმგებელი პირები არიან დაუყოვნებლივ“

17/03/2021

ვტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა – აღნიშნულ პროცესზე პასუხისმგებელი პირები არიან დაუყოვნებლივ“

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე ვაქცინის შესახებ საუბრობს:

ლინკი: https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10160037862060579

„1. საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მესვეურები ვაქცინაციის პროცესში უშვებენ შეცდომებს, მაგრამ არ სწავლობენ შეცდომებზე;

2.ქვეყანაშივაქცინაციის პროცესი ჩავარდა, ამ და სხვა მიზეზების გამო აღნიშნულ პროცესზე პასუხისმგებელი პირები არიან დაუყოვნებლივ შესაცვლელი;

3.ვაქცინაციაპანდემიის დასამარცხებლად აუცილებელი პროცესია, მაგრამ ვაქცინა უნდა იყოს სწორად შერჩეული, რაც გულისხმობს, რომ ის აუცილებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უნდა იყოს რეკომენდირებული;

4.კონკრეტულად„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია ქვეყანაში უნდა შეჩერდეს 18 მარტამდე, სანამ არ იქნება ევროპის მედიკამენტების სააგენტოს გამოკვლევის საბოლოო დასკვნა;

5.რეალურად, 18 მარტამდე საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას ოფიციალურად არავინ შეაჩერებს, ამიტომ ასაცრელმა კონტიგენტმა თავად უნდა შეიკავოს ვაქცინირებაზე თავი 18 მარტამდე;

6.ქვეყანაშივაქცინაციის მენეჯმენტს აქვს პრობლემები. არ არის გარანტია, რომ ვაქცინის მეორე დოზა გარანტირებულად ჩამოვა, ამიტომ ჩამოტანილი პარტია ორ დოზად გასაკეთებლად უნდა გაყოფილიყო;

7.ვაქცინისსერიის ნომერი იყოს დატანილი ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტზე;

8.შესაბამისმაუწყებებმა მოსახლეობას არ მიაწოდეს სწორი რეკომენდაციები ვაქცინირებამდე და ვაქცინის გაკეთების შემდეგ გასათვალისწინებელი და დასაცავი წესების შესახებ. თურმე საჭიროა, რომ ვაქცინის გაკეთებამდე მინიმუმ 2, ხოლო გაკეთების შემდეგ მინიმუმ 2 კვირა ალკოჰოლის მიღებისაგან ადამიანმა თავი შეიკავოს;

9.ჩინურიდა რუსული ვაქცინა საქართველოში ჯანმოს აღიარების გარეშე არ უნდა შემოვიდეს და მოსახლეობამ არ უნდა გაიკეთოს, პრინციპში, არც მაშინ, თუ ჯანმოს აღიარება ექნება;

10.არსებულინფორმაციულ ვაკუუმში აუცილებელია, ჯანდაცვის მესვეურებმა მოსახლეობის მიზნობრივი სეგმენტებისთვის გამოყონ შესაბამისი სპიკერები ვაქცინაციის თაობაზე კვალიფიციური ინფორმაციის გასაგები ენით მისაწოდებლად;

11.სამედიცინოპერსონალმა დაინახა მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასა და მათი შრომის პირობების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული არაკორუმპირებული, კვალიფიციური კადრი;

12.ხალხიდაიღალა, შეურბილეთ ხალხს ცხოვრება…

13. ნდობა ექიმისადმი უფრო დიდია, ვიდრე ცოლის, ქმრის ან საყვარლისადმი…ამიტომუნდა მოუფრთხილდნენ ექიმებს“.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

„ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა – აღნიშნულ პროცესზე პასუხისმგებელი პირები არიან დაუყოვნებლივ“

https://accreditation.ge/post/ქვეყანაში-ვაქცინაციის-პრ/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. „ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა – აღნიშნულ პროცესზე პასუხისმგებელი პირები არიან დაუყოვნებლივ“ [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/ქვეყანაში-ვაქცინაციის-პრ/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp