Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

უშველეთ და დაეხმარეთ საკუთარ თავს და იმ ადამიანებს, ვინც არის თქვენს ირგვლივ – გიორგი ფხაკაძე

28/07/2021

უშველეთ და დაეხმარეთ საკუთარ თავს და იმ ადამიანებს, ვინც არის თქვენს ირგვლივ – გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ანტივაქცერებს მიმართავს და ამბობს, რომ მშვიდად ვერ უყურებს, როგორ იკლავენ ეს ადამიანები თავს.

პროფესორი ქართული ფილმიდან „ნატვრის ხე“ კადრს აზიარებს და წერს, რომ ზოგიერთი ვაქცინის შექმნის მეთოდს ახსენებს.

„გენიალურია … ვუსმენ და მგონია, რუსული და ჩინური ვაქცინების დამზადების საიდუმლო აღმოვაჩინე … ისინი ხომ “ტრადიციული” მეთოდით მზადდება.

ხუმრობა იქეთ იყოს, რუსები არც კი ცდილობენ, საზოგადოება მეცნიერულად დაარწმუნონ, რომ მათი ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხოა. ჩინელებმა აგერ შრილანკაში დააფინანსეს 282 კაციანი კვლევა და ბევრი სხვა ანალოგიური “მეცნიერული/აკადემიური” “სასწაული” დააფინანსეს, მაგრამ მაინც ვერ ჭრის ეს ამბავი.

ფაიზერი დღეს არის ყველაზე ეფექტური ვაქცინა და ჩემს მეგობრებს რჩევას გაძლევთ, დროზე აიცერით ფაიზერით, სადაც არ უნდა იყოთ …. უშველეთ და დაეხმარეთ საკუთარ თავს და ყველა იმ ადამიანს, ვინც არის თქვენს ირგვლივ.

მარტო ფაიზერი არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის:

სამედიცინო პირბადე + დისტანცია/თავშეყრილობებისგან მორიდება + ეფექტური ვაქცინაცია (ფაიზერი 2 დოზა – საქართველოში უკვე არის… ან დაბალეფექტური ვაქცინის შემდეგ 1 დოზა ფაიზერის ბუსტერი – ჯერ საქართველოში არაო). ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://old.primetime.ge/ushvelet-da-daekhmaret-sakutar-tavs-da-im-adamianebs-vints-aris-tqvens-irgvliv-giorgi-fkhakadze/

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

უშველეთ და დაეხმარეთ საკუთარ თავს და იმ ადამიანებს, ვინც არის თქვენს ირგვლივ – გიორგი ფხაკაძე

https://accreditation.ge/post/უშველეთ-და-დაეხმარეთ-საკ/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. უშველეთ და დაეხმარეთ საკუთარ თავს და იმ ადამიანებს, ვინც არის თქვენს ირგვლივ – გიორგი ფხაკაძე [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/უშველეთ-და-დაეხმარეთ-საკ/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp