Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, EG.5-ის შემთხვევები დაფიქსირდა

17/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, EG.5-ის შემთხვევები დაფიქსირდა

გამოცემა Reuters აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5 შემთხვევები მკვეთრად იზრდება.

მსოფლიოს კოვიდის ახალი შტამი უტევს. EG.5, რომელიც 50 ქვეყანაში დაფიქსირდა, უკვე საქართველოშია. 28 დღის განმავლობაში მსოფლიოში მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 3 000 ინფიცირებული გარდაიცვალა.

EG.5 ომიკრონის მსგავსი შტამია, ახასიათებს იგივე სიმპტომები – ხველა, ყელის, თავის, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე. საშიშია რისკ-ჯგუფებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და დაიცვან წესები.

როგორც ცნობილია, EG.5 იგივე „ერისი“ კორონვირუსის „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი ახალი შტამის გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს.

ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაში დაფიქსირდა და მხოლოდ აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა 17%-ს EG.5 შტამი დაუდასტურდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე უკვე ორი თვეა საჯაროდ საუბრობს, რომ “ერის” მოდის…

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94-2-%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94-%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, EG.5-ის შემთხვევები დაფიქსირდა

https://accreditation.ge/post/საქართველოში-კორონავირ-2/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, EG.5-ის შემთხვევები დაფიქსირდა [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2023 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/საქართველოში-კორონავირ-2/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp