Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

„სად არის, თქვენი პასუხისმგებლობა?! თქვენთან უნდა იყიდებოდეს სამედიცინო პირბადე ხელმისაწვდომ ფასად!

27/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„სად არის, თქვენი პასუხისმგებლობა?! თქვენთან უნდა იყიდებოდეს სამედიცინო პირბადე ხელმისაწვდომ ფასად!

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე -„საქართველოში შეზღუდვების მოხმასთან დაკავშირებით“.

„მე ვსაურობ ისეთ საკითხებზე, რაზეც საქართველოში არ ლაპარაკობენ, ხმას ვერავინ იღებს. ყველამ ძალიან კარგად იცის, სად არის ქვეყანა, სად არის ვაქცინა, სად არის ეკონომიკა, სად არის საჭმელი და ა.შ.

ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, თქვენთან ერთად, -ეს არის სამედიცინო პირბადე, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს, დანარჩენი ყველაფერი არის ზღაპარი! – არ გვაქვს არაფერი, ვაქცინა არ გვაქვს, წამალი არ გვაქვს! პირბადე არის ყველაზე იაფიანი და ეფექტური საშუალება! როცა მოიხსნი პირბადეს, უნდა გადააგდო.

მივმართავ, ყველა მაღაზიას (ქსელურ მაღაზიას), საქართველოში, – სად არის თქვენი პასუხისმგებლობა?! თქვენთან უნდა იყიდებოდეს სამედიცინო პირბადე ხელმისაწვდომ ფასად! ნუ ყიდით უხარისხო პირბადეებს! არასამედიცინო პირბადის შემოტანა და გაყიდვა საერთოდ უნდა აიკრძალოს საქართველოში! საერთოდ, უფასოდ უნდა დარიგდეს პირბადეები, მაგრამ, მესმის, ბიზნესი ბიზნესია და ეს არ გამოვა, წარმოება და ბიზნესი ვერ იმუშავებს! – უნდა იყოს ხელმისაწვდომი!

ქვეყანა გახსნილია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები!

ყველაზე დიდი იარაღია ცოდნა, როცა შენ იცი, ვერ მოგატყუებენ! როცა შენ იცი, შენ ხარ თავისუფალი! არ ხარ მონა!

2021 წელს ვაქცინაცია ქვეყანაში ვერ იწყება. ვიცი, რაც ხდება, ბევრ რაღაცას ვერ ვამბობ!

რაც მე ვთქვი ბოლო ერთი წლის განმავლობაში (შეგიძლიათ, ნახოთ ჩემი ყველა ჩართვა) ერთი ტყუილი თუ ვთქვი?! რაც ვთქვი, არ მოხდა და არ შესრულდა?!

არ დავიღლები, დავწერ სიას ჩემს ფეისბუქზე, სად შეიძლება იყიდოთ სამედიცინო პირბადე. იყიდეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე (არანაირი ფერები, არანაირი კლაპანები, არც დოლჩე და არც გაბანა, არც ვერსაჩე). ჩვენ თუ შევიძენთ მხოლოდ სამედიცინო პირბადეს, ფასი დაიწევს და ეღირება 10 თეთრი, თქვენზე დამოკიდებული ფასის დაწევა!

ნახეთ ვიდეო- დაამთავრეთ ხალხის მოტყუება, ზღაპრები

ნახეთ ვიდეო ☝️

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159987214580579

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

„სად არის, თქვენი პასუხისმგებლობა?! თქვენთან უნდა იყიდებოდეს სამედიცინო პირბადე ხელმისაწვდომ ფასად!

https://accreditation.ge/post/სად-არის-თქვენი-პასუხისმ/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. „სად არის, თქვენი პასუხისმგებლობა?! თქვენთან უნდა იყიდებოდეს სამედიცინო პირბადე ხელმისაწვდომ ფასად! [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/სად-არის-თქვენი-პასუხისმ/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp