Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

„რა დროს ტვინდემიაა ხალხო! გრიპი მთელს მსოფლიოში გამქრალია წელიწადნახევარია,“ – ფხაკაძე

27/10/2021

„რა დროს ტვინდემიაა ხალხო! გრიპი მთელს მსოფლიოში გამქრალია წელიწადნახევარია,“ – ფხაკაძე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში ტვინდემიის პოტენციური საფრთხის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ახლა ტვინდემიაზე ლაპარაკობენ. ​რა დროს ტვინდემიაა ხალხო?! გრიპი მთელს მსოფლიოში გამქრალია წელიწად-ნახევარია. აქ ადამიანები არ აიცრნენ კოვიდზე და შენ კიდევ ახალ რაღაცას აკეთებ. მე არ ვიცი ეს ხალხი სად ცხოვრობს. რაც ჩამოვედი საქართველოში, შემოვიარე აჭარიდან კახეთამდე ყველაფერი. დამიჯერეთ, საქართველოში კოვიდი არ არსებობს. მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ არსებობს. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ Facebook-ზე პოსტების დაწერა არის გამოსავალი, ძალიან ცდებიან. თავს ვიტყუებთ.

ისეთი შეგრძნებაა, რომ ვითომ არ ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ პანდემია. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ვაქცინაზე და არა სინოფარმზე, სინოვაკზე და ა.შ. უნდა იყოს ერთი სპიკერი, რომელიც იქნება გენერალი ვაქცინების. არ შეიძლება, რომ ქვეყანაში 10 სპიკერი ლაპარაკობდეს. ერთი ამბობს, რომ ფაიზერს ვადა აქვს გასული, მეორე ამბობს, რომ ჩინურს არ უნდა ბუსტერი და ფაიზერს უნდა.“- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ TV პირველის გადაცემაში „შუადღე Live“-ში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://old.primetime.ge/ra-dros-tvindemiaa-khalkho-gripi-mtels-msoflioshi-gamqralia-tselitsadnakhevaria-fkhakadze/

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

„რა დროს ტვინდემიაა ხალხო! გრიპი მთელს მსოფლიოში გამქრალია წელიწადნახევარია,“ – ფხაკაძე

https://accreditation.ge/post/რა-დროს-ტვინდემიაა-ხალხო/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. „რა დროს ტვინდემიაა ხალხო! გრიპი მთელს მსოფლიოში გამქრალია წელიწადნახევარია,“ – ფხაკაძე [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/რა-დროს-ტვინდემიაა-ხალხო/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp