Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

„რამდენიმე კლინიკას, საერთოდ შეუჩერდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი“

13/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„რამდენიმე კლინიკას, საერთოდ შეუჩერდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა გადაცემაში “ქრონიკა” – განაცხადა:

„სამინისტროს გააჩნია მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც დეტალურად აღირიცხება, რა სერვისებს აწვდიან კლინიკები პაციენტებს. ონლაინ რეჟიმში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, თუ კი რაიმე დარღვევა ან გადაცდომა დაფიქსირდება, სამედიცინო დაწესებულების მხრიდან“.

მისი თქმით, DRG სისტემის ამოქმედებიდან დღემდე, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, რამდენიმე კლინიკას, საერთოდ შეუჩერდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი.

„უწყების მთავარი ამოცანა მოსახლეობის დაცულობის გაზრდა, დანახარჯების და თანაგადახდის წილის შემცირებაა, დაფინანსების DRG მოდელი კი, სისტემის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. შესაბამისად, სამინისტრო, უმოკლეს ვადებში, ახდენს რეაგირებას დარღვევებსა და არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე.

DRG-ის ამოქმედების შემდეგ, ნახევარ მილიონამდე სამედიცინო შემთხვევაა დაფინანსებული და სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, 27%-დან 10%-მდე შემცირდა;

საქართველოში დანერგილ DRG მოდელს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია დადებითად აფასებს, ეს ნიშნავს, რომ რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს;

წლის ბოლომდე, DRG დაფინანსების სისტემა გაფართოვდება და მოიცავს იმ სერვისების დაფინანსებას, რომლებიც მსოფლიოშია აპრობირებული – მშობიარობას, საკეისრო კვეთასა და ნეონატალური ასაკის ინტენსიურ მკურნალობას“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

„რამდენიმე კლინიკას, საერთოდ შეუჩერდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი“

https://accreditation.ge/post/რამდენიმე-კლინიკას-საერთ/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. „რამდენიმე კლინიკას, საერთოდ შეუჩერდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი“ [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2023 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/რამდენიმე-კლინიკას-საერთ/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp