Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

„კრაკენი“ უკვე საქართველოშია, ყველაზე გადამდებია, რაც აქამდე ყოფილა“

11/01/2023

„კრაკენი“ უკვე საქართველოშია, ყველაზე გადამდებია, რაც აქამდე ყოფილა“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ „ომიკრონის“ ვარიანტი – XBB.1.5, მეტსახელად „კრაკენი“ უკვე საქართველოშია.

ამის შესახებ გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს. პარალელურად, ჯანდაცვის ექსპერტი ვიდეოჩართვაში აღნიშნავს, რომ „კრაკენი“ გადადების ყველაზე მაღალი უნარით გამოირჩევა.

„ეს უკვე ოფიციალურია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, რომ ავიახომალდებში პირბადეების გამოყენება აღდგეს.

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სათანადო (უფრო მკაცრი) რეკომენდაციები გასცა გუშინ.

ომიკრონის XBB.1.5, მეტსახელად „კრაკენი“ არის საფრთხის შემცველი.

მოიმარაგეთ და გამოიყენეთ პირბადეები, ვინაიდან ეფექტიანი კოვიდვაქცინები საქართველოში არ არის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოფიციალურად თქვა, რომ ეს ახალი ვარიანტი არის ყველაზე გადამდები, რაც მანამდე იყო მსოფლიოში.

აშშ-ში „კრაკენი“, ვფიქრობ, ამ თვის ბოლოს უკვე დომინანტი იქნება, ევროპისკენაც წამოვიდა და, რა თქმა უნდა, ეს ვარიანტი საქართველოშიც არის.

რადგან ის ძალიან სწრაფად ვრცელდება და ზეგადამდებია, ეს ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“, ნიშნავს, რომ ყველას „დააკრაკენებს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/krakeni-ukve-saqartveloshia-yvelaze-gadamdebia-rac-aqamde-yofila-ras-wers-giorgi-fkhakadze-omikronis-akhal-variantze

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

„კრაკენი“ უკვე საქართველოშია, ყველაზე გადამდებია, რაც აქამდე ყოფილა“

https://accreditation.ge/post/კრაკენი-უკვე-საქართველოშ/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. „კრაკენი“ უკვე საქართველოშია, ყველაზე გადამდებია, რაც აქამდე ყოფილა“ [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2023 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/კრაკენი-უკვე-საქართველოშ/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp