Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

„თუ კორონა არ არსებობს, როგორ დაემართა?! თუ ევროპა არ ვარგა, ევროპაში რატომ წავიდა?!“

07/03/2023

„თუ კორონა არ არსებობს, როგორ დაემართა?! თუ ევროპა არ ვარგა, ევროპაში რატომ წავიდა?!“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება გუშინ, 6 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გიორგი ფხაკაძე რამდენიმე შეკითხვას სვამს, რითაც სავარაუდოდ, დედაქალაქის მერის მიერ რამდენჯერმე განცხადებულ პოზიციას ეხმაურება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

კალაძე: თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, ნუ, არ მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონ

„პარიზიდან ჩამოსულ თბილისის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კორონა, რომელიც არ არის. ევროპა, რომელიც არ ვარგა. ორი შეკითხვა:

  1. თუ კორონა არ არსებობს, როგორ დაემართა?!

  2. თუ ევროპა არ ვარგა, ევროპაში რატომ წავიდა?!“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, თბილისის მერმა 15 თებერვალს ჟურნალისტებთან ანდრიუს კუბილიუსის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართული წესებით ითამაშებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი სტატუსს არ მიანიჭებს საქართველოს, შეუძლიათ, “თავისთვის დაიტოვონ”.

რაც შეეხება დედაქალაქის მერის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც „ფორტუნას“ მერიაში განუცხადეს, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

„გადაწყდა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება“, – აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/tu-korona-ar-arsebobs-rogor-daemarta-tu-evropa-ar-varga-evropashi-ratom-wavida-giorgi-fkhakadze

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

„თუ კორონა არ არსებობს, როგორ დაემართა?! თუ ევროპა არ ვარგა, ევროპაში რატომ წავიდა?!“

https://accreditation.ge/post/თუ-კორონა-არ-არსებობს-როგ/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. „თუ კორონა არ არსებობს, როგორ დაემართა?! თუ ევროპა არ ვარგა, ევროპაში რატომ წავიდა?!“ [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2023 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/თუ-კორონა-არ-არსებობს-როგ/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp