Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

ერთი შეტყობინება გაუგზავნეთ ბებოს ან ბაბუს, როგორ გაუხარდებათ, იცით?! – გიორგი ფხაკაძე ახალგაზრდებს

04/01/2023

ერთი შეტყობინება გაუგზავნეთ ბებოს ან ბაბუს, როგორ გაუხარდებათ, იცით?! – გიორგი ფხაკაძე ახალგაზრდებს

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას ხშირად უზიარებს რჩევებს კორონავირუსთან დაკავშირებით, ვაქცინებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე. ერთ-ერთ ჩართვაში ფხაკაძე პირად ცხოვრებაზე საუბრობს და მისი პროფესიის შესახებ ელაპარაკება.

ამბობს, რომ ცხოვრებაში პოზიტივი და ღიმილი მთვავარია და პირადი გამოცდილების მაგალითზე ყვება, როგორ გადაარჩინა ღიმილმა ტერორისტების გარემოცვაში.

გთავაზობთ ჯანდაცვის ექსპერტის მოწოდებას, რომ აკეთონ სიკეთე, თუნდაც დღეში ერთი. პანდემიის პირობებში ბებია-ბაბუას მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ, დავურეკოთ, მივწეროთ, სითბო და სიყვარული არ დავიშუროთ.

ექსპერტის თქმით, მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში შეუფასებელია.

„უეჭველად, დღეში ერთი კეთილი საქმე უნდა გააკეთოთ. ბოლოსდაბოლოს, ერთი შეტყობინება გაუგზავნეთ ბებოს ან ბაბუს, რომლებიც ძალიან შორს არიან. ან დაურეკეთ: – ბებო, როგორ ხარ? როგორ გაუხარდებათ, იცით?!

თუმცა, თუ ნახავთ არ ჩაეხუტოთ, თუ გინდათ, რომ მათ ხაჭაპურები გაგიკეთონ მომდევნო წელს… თუ გაქვთ საშუალება, ფული გაუგზავნეთ.

ძალიან მაგარი ბებო მყავდა. ბებია-ბაბუას სიტყვა არის წამალი. მე არ გამიმართლა: ბაბუა ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და არასდროს მინახავს. რა ბედნიერები ხართ, ვისაც გყავთ ბებია. თითოეულ დღეს გაუფრთხილდით, არ იცით რა სიმდიდრეა. ამას ოქროთი ვერ იყიდი. რომ გეტყვის :„ბებო, როგორ ხარ?“ ამაზე უკეთესი წამალი რა უნდა იყოს? დამთავრდა – რა ტკივილი, უფულობა, ჩხუბი. ზოგს დედ-მამა ჰყავს ასე. მამა მყავს, დედამ დიდი ხანია დამტოვა. ვისც გყავთ, გაუფრთხილდით. მეგობარს გაუშვებ, ცოლს, ან ქმარს, მაგრამ დედაა ისეთი ვინმეა, არ არსებობს რომ არ გაგიგოს. მოეფერეთ დედებს, მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანცია დაიცავით“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/erti-shetyobineba-gaugzavnet-bebos-an-babus-rogor-gaukhardebat-itsit-giorgi-fkhakadze-akhalgazrdebs-mimartavs

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

ერთი შეტყობინება გაუგზავნეთ ბებოს ან ბაბუს, როგორ გაუხარდებათ, იცით?! – გიორგი ფხაკაძე ახალგაზრდებს

https://accreditation.ge/post/ერთი-შეტყობინება-გაუგზავ/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. ერთი შეტყობინება გაუგზავნეთ ბებოს ან ბაბუს, როგორ გაუხარდებათ, იცით?! – გიორგი ფხაკაძე ახალგაზრდებს [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2023 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/ერთი-შეტყობინება-გაუგზავ/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp