Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია – ვისთვის არ შეიძლება „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთება

16/08/2021

გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია – ვისთვის არ შეიძლება „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთება

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში რჩევებსა და რეკომენდაციებს გასცემს კორონავირუსთან დაკავშირებით და წერს, რომ ამგვარად პასუხობს უამრავ კითხვას, რომელიც პირადად მისდის.

გიორგი ფხაკაძე:

„ყოველდღე 1000-ობით წერილი მომდის შეკითხვით ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
✅ვისთვის არ შეიძლება ფაიზერის ვაქცინის გაკეთება:

📌ბავშვებში და მოზარდებში გადატანილი კოვიდის შემდგომი მულტი სისტემური ანთებითი სინდრომი ( ძალზე იშვიათი) – საქართველოში ალბათ 5 ადამიანი თუ იქნება ასეთი❗️

📌 ალერგიული რეაქცია ამ ვაქცინის კომპონენტ პოლიეთილენ გლიკოლზე – საქართველოში ალბათ 1 ადამიანი თუ იქნება ასეთი❗️

📌 ამავე ვაქცინის პირველი ინიექციის შემდგომი პერიკარდიტი ან მძიმე ჰეპატიტი, რასაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა – საქართველოში ასეთი ალბათ 150-მდე ადამიანი თუ იქნება. ისე ბზიკმა თუ გიკბინათ, უფრო საშიშია❗️

დასკვნა:

📌 მაქსიმუმ 6 ადამიანი საქართველოში (კარგი, 10 იყოს) ვისთვისაც ფაიზერის ვაქცინა არ შეიძლება ❗️

📌მაქსიმუმ 150 ადამიანისთვის (კარგი, 250 იყოს) ვისთვისაც ფაიზერის მე-2 დოზის გაკეთება არ შეიძლება ❗️

✅ყველა დანარჩენისთვის ფაიზერი უსაფრთხოა.

წყაროები თუ გაინტერესებთ: მიმართეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, მათ უნდა ჰქონდეთ ქართული მასალები, ეს მათი მივალეობაა (ინგლისურს რომ ვდებ, არავინ არ კითხულობს მაინც)“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadzis-rekomendacia-vistvis-ar-sheidzleba-faizeris-vaqcinis-gaketeba

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია – ვისთვის არ შეიძლება „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთება

https://accreditation.ge/post/გიორგი-ფხაკაძის-რეკომენ-2/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია – ვისთვის არ შეიძლება „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთება [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/გიორგი-ფხაკაძის-რეკომენ-2/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp