Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

„გადაწყვეტილება მივიღე – ჩემს დაბადების დღემდე ავიცრები“-გიორგი ფხაკაძე

04/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„გადაწყვეტილება მივიღე – ჩემს დაბადების დღემდე ავიცრები“-გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა, თემა: ვაქცინები და ვაქცინაციის პროცესი.

„დღეს მივიღე გადაწყვეტილება, ავიცრა. აქამდე თავს ვიკავებდი, არ ვიყავი დარწმუნებული, რომელი ვაქცინა იყო უფრო ეფექტური ჩემი ასაკისთვის. გადავწყვიტე, გავიკეთო „ფაიზერი-ბიონტეკის“ ვაქცინა. ავიცრები თვენახევარში, ივნისში, ჩემს დაბადების დღემდე. 28 დღეში მეორე დოზას გავიკეთებ, 5 თვის შემდეგ კიდევ ერთი ნემსის გაკეთება მომიწევს.

გადაწყვეტილება მივიღე რამდენიმე მიზეზის გამო:

მინდა, ვიყო დაცული, დავიღალე ამ დისტანციების დაცვით; ასევე მომიწევს მოგზაურობა, აეროპორტებსა და სადგურებში ყოფნა, ამიტომაც ზედმეტ რისკს ვერ გავწევ; არ მინდა, ვიყო ვირუსის გამავრცელებელი სხვებისთვის, ჩემს გამო ვინმე იყოს ავად. საშუალება თუ იქნება, როცა ავიცრები ლაივს გავაკეთებ , ან ვიდეოს ჩავწერ და შემდეგ გაჩვენებთ.

მქონდა არჩევანი, ვაქცინა გამეკეთებინა ან ჟენევაში, ამ საფრანგეთში. გადავწყვირე, ავიცრა საფრანგეთში, რადგანაც ჟენევაში იყო ორი ვარიანტი,- „მოდერნა“ და „ფაიზერი“, წინასწარ არ იყო ცნობილი, რომლის რიგი მომიწევდა. რადგანაც „მოდერნასთან“ დაკავშირებით კიდევ არის პასუხგაუცემელი კითხვები, შესაბამისად, ავირჩიე საფრანგეთი და „ფაიზერით“ აცრა. ყველაზე მეტი ინფორმაცია და კვლევა გვაქვს „ფაიზერზე“.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

„გადაწყვეტილება მივიღე – ჩემს დაბადების დღემდე ავიცრები“-გიორგი ფხაკაძე

https://accreditation.ge/post/გადაწყვეტილება-მივიღე-ჩე/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. „გადაწყვეტილება მივიღე – ჩემს დაბადების დღემდე ავიცრები“-გიორგი ფხაკაძე [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/გადაწყვეტილება-მივიღე-ჩე/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp