Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგადო

02/03/2021

ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგადო

გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი მრჩეველის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კოვაქს პლატფორმასთან მომხდარზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრია.

„მინისტრი ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება, იმიტომ, რომ მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობა. მინისტრთან სხვა პრეტენზიები გვაქვს ჩვენ ყველას. უბრალოდ, აქ ვიღაც სხვა უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი.

პასუხისმგებელი პირი აქ არსებობს, მე როდესაც ვიყავი პრემიერთან შეხვედრაზე, პრაქტიკულად დაავადებათა კონტროლი ლაპარაკობდა და მინისტრი ხმას არ იღებდა. ჩანდა, რომ ლიდერშიფი იყო ის.

საქმე საქმეზე როდესაც დგება და ერთხელ ვთქვი კომენტარი, ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგადო. აი, ვინ რას ასწავლის, აი ეს არის პასუხი, სად არის ვაქცინა? სად არის პასუხისმგებლობა 3000 ადამიანზე, პირბადეების კონტროლი ვერ გააკეთეს ელემენტარულად და ახლა ვსაუბრობთ პროფესიონალიზმზე?“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ნახეთ ვიდეო ↓ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში – გიორგი ფხაკაძე

ცნობისთვის, covax პლატფორმის წარმომადგენელი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ თებერვლის ბოლოს საქართველომ pfizer-ის ვაქცინა ვერ მიიღო რადგან შესაბამის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://old.primetime.ge/batonma-amiranma-mitkhra-giorgi-nu-gvastsavli-chven-kvelaferi-vitsit-dzalian-kargado-fkhakadze-daavadebata-kontrolis-tsentrs-akritikebs/

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგადო

https://accreditation.ge/post/ბატონმა-ამირანმა-მითხრა/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგადო [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/ბატონმა-ამირანმა-მითხრა/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp