Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

„არ შემოიტანოთ ვაქცინა, რომელიც ჯანმოს მიერ არ იქნება დამტკიცებული” – ფხაკაძე ფარმაკომპანიებს მიმართ

20/12/2020

„არ შემოიტანოთ ვაქცინა, რომელიც ჯანმოს მიერ არ იქნება დამტკიცებული” – ფხაკაძე ფარმაკომპანიებს მიმართ

”არ გაბედოთ შემოიტანოთ ქვეყანაში ვაქცინა, რომელიც არ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული“, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ფხაკაძემ აღნიშნული განცხადებით, იმ ფარმაკომპანიების ხელმძღვანელებს მიმართა, რომლებსაც ინტერესი აქვს ფარმაკომპანიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიტანოს.

„ეს სიგნალი მომივიდა რამდენიმე დღის წინ და საჯაროდ მინდა ვთქვა და ყველა გავაფრთხილო, რომ ზოგიერთი ჯგუფები საქართველოში ფიქრობენ, რომ ინდივიდუალური მოლაპარაკება ჰქონდეთ ფარმაკომპანიებთან და რომ ცალკე ვაქცინის შემოტანა იქნება სწორი გზა.

კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს იქნება არასწორი გზა. რასაც ვამბობ შეიძლება ვინმეს ვაწყენინო ან ვინმეს ბიზნეს ინტერესებზე ვაბიჯებ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ არ გაბედოთ შემოიტანოთ ქვეყანაში ვაქცინა, რომელიც არ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული“ – აცხადებს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://www.alia.ge/ar-shemoitanoth-vaqtsina-r/

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

„არ შემოიტანოთ ვაქცინა, რომელიც ჯანმოს მიერ არ იქნება დამტკიცებული” – ფხაკაძე ფარმაკომპანიებს მიმართ

https://accreditation.ge/post/არ-შემოიტანოთ-ვაქცინა-რო/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. „არ შემოიტანოთ ვაქცინა, რომელიც ჯანმოს მიერ არ იქნება დამტკიცებული” – ფხაკაძე ფარმაკომპანიებს მიმართ [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2020 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/არ-შემოიტანოთ-ვაქცინა-რო/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp