Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

არ მინდა, 2021 წლის დეკემბერი იყოს საქართველოს განადგურების თვე – ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება, რომ…

11/11/2021

არ მინდა, 2021 წლის დეკემბერი იყოს საქართველოს განადგურების თვე – ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება, რომ…

საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეხმაურება. ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაიკეთონ ვაქცინა და ამით შემდგომი გართულებები აირიდონ თავიდან.

„დღეს საქართველო დამარცხებულია, დღეს საქართველოს 77 მოქალაქემ დაკარგა სიცოცხლე და ამ დროს რა ხდება ქვეყანაში: ხელისუფლების რეაქცია – 0, ოპოზიციის რეაქცია – 0, ხალხის უმრავლესობის რეაქცია – 0. ყველა არის გახლეჩილი, სად არის ერთობა? ამას ჰქვია სამოქალაქო ომი.

დიახ, საქართველოში დაიწყო კოვიდის მე-5 ტალღა და დაიწყო სამოქალაქო ომი. კიდევ თუ არის საღი აზრი დარჩენილი სადმე, გთხოვთ, დაფიქრდეთ. მართლა არ მინდა, 2021 წლის დეკემბერი იყოს საქართველოს განადგურების თვე, ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ პოლიტიკა იჭრება ჯანდაცვაში… გთხოვთ, დავაყენოთ პრიორიტეტად ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ყველა სხვა საკითხები გადავიტანოთ მე-2 ადგილას. გავხადოთ ჯანდაცვა აპოლიტიკური, მივიღოთ აპოლიტიკური გადაწყვეტილებები ჯანდაცვაში. მცირე შანსი კიდევ გვაქვს, არ გავუშვათ ეს შანსი.

გადავიდეთ ერთ ყველაზე ეფექტურ ვაქცინაზე მსოფლიოში და ავცრათ მოსახლეობის 90%. გამოვიყენოთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე ყველგან, დავიცვათ დისტანცია“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://old.primetime.ge/ar-minda-2021-tslis-dekemberi-ikos-saqartvelos-ganadgurebis-tve-jer-kidev-gvaqvs-sashualeba-rom-mivighot-stsori-gadatskvetileba-fkhakadze/

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

არ მინდა, 2021 წლის დეკემბერი იყოს საქართველოს განადგურების თვე – ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება, რომ…

https://accreditation.ge/post/არ-მინდა-2021-წლის-დეკემბერი-ი/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. არ მინდა, 2021 წლის დეკემბერი იყოს საქართველოს განადგურების თვე – ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება, რომ… [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/არ-მინდა-2021-წლის-დეკემბერი-ი/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp