Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

პროფესორ გიორგი ფხაკაძის საჯარო ლექცია

16/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

პროფესორ გიორგი ფხაკაძის საჯარო ლექცია

21 ნოემბერს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისა და იმუნიზაციის და ვაქცინოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით, უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორი გიორგი ფხაკაძის საჯარო ლექცია: „ვაქცინები, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტრუმენტი – კლინიკური, ეპიდემიოლოგიური და სოციალური საკითხები საქართველოში“.

ლექციაზე განხილულ იქნა ვაქცინაციის მნიშვნელობა; იმუნიზაციის სამედიცინო, ეპიდემიოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ასპექტები და ამ მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი გლობალური და ადგილობრივი გამოწვევები, მაგალითად, ვაქცინაციის საწინააღმდეგო განწყობები და სამედიცინო საზოგადოების როლი ამ წინააღმდეგობის დაძლევაში. ლექცია მიმდინარეობდა ინტერაქციულ რეჟიმში; პროფესორმა ფხაკაძემ უპასუხა აუდიტორიის კონკრეტულ შეკითხვებსაც.

გიორგი ფხაკაძე, MD, PhD, MPH, გახლავთ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი. ის ასევე არის გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის (EWEC) და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (GFATM) ტექნიკური განხილვის პანელის ექსპერტი.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ფხაკაძე ახლახანს არჩეულ იქნა ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრად.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=193&lang=2

Next

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

პროფესორ გიორგი ფხაკაძის საჯარო ლექცია

https://accreditation.ge/post/პროფესორ-გიორგი-ფხაკაძის/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. პროფესორ გიორგი ფხაკაძის საჯარო ლექცია [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2023 [cited 2026 Oct 13]. Available from: https://accreditation.ge/post/პროფესორ-გიორგი-ფხაკაძის/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp
Operated by the Public Health Institute of Georgia (PHIG) · non-profit, ID 404407815 · 3 Betlemi Rise, Tbilisi 0105, Georgia · info@accreditation.ge · Policy Framework · Legal notice · Privacy · Accessibility · Part of the PHIG network