top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ინოვა ინვიტროს პრიორიტეტული სფეროა ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი...

09/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.


მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.


ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.


კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, "ვივო მედიქალ ჯგუფში" გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.


2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.


ინოვა მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა და პაციენტებს კომფორტულ სივრცესა და მაღალ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს. კლინიკა აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე სტანდარტების აპარატურით.


ინოვა დაფუძნდა წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად.

კლინიკაში ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი, 8 საოპერაციო ბლოკი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, 70 ადგილიანი სტაციონარი.


კლინიკაში გაერთიანდნენ ექიმები ნეიროქირურგიის, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, გინეკოლოგიის, ზოგადი და პლასტიკური ქირურგიის, ბარიატრიის, კარდიოლოგიის, ნევროლოგიის, ანგიოლოგიის, რეპროდუქტოლოგიის, მამოლოგიის, ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში ფუნქციონირებს რადიოლოგიური სამსახური, კომპიუტერული ტომოგრაფია,ჰორმონული ლაბორატორია, რენტგენი, ულტრაბგერითი და DXA-დენსიტომეტრიის დიაგნოსტიკის აპარატები.


2016 წლის ივლისში ინოვაში, ესპანურ კლინიკათა ქსელ IVI-სთან პარტნიორობით გაიხსნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო, ქეთევან ოსიძის ხელმძღვანელობით.


ინოვა ინვიტროს პრიორიტეტული სფეროა ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტირება და მართვა საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით. კლინიკის სპეციალისტები, IVI-სთან თანამშრომლობით გვთავაზობენ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციას.


ინოვა ინვიტროს ექიმები არიან სერთიფიცირებული რეპროდუქტოლოგიასა და მეან-გინეკოლოგიაში და აქვთ ინვიტრო განაყოფიერების სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.


კლინიკა მოიცავს შემდეგ სერვისებს: ინვიტრო განაყოფიერება, ბარიატრიული ქირურგია, ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, ინსემინაცია, კონტრაცეფცია, რევმატოლოგია, ორთოპედია -ტრავმატოლოგია, რეპროდუქტოლოგია, დონაცია-სუროგაციის პროგრამები, გინეკოლოგია, ზოგადი ქირურგია, ენდოკრინოლოგია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია, ნეიროქირურგია, სხივური დიაგნოსტიკა, ნევროლოგია, ნეიროენდოკრინოლოგია.


ლინკი:



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



75 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page