Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

გიორგი ფხაკაძე: საქართველოში ნოემბერი უმძიმესი იქნება, გარდაცვლილთა რიცხვი კატასტროფულად გაიზრდება

01/11/2020

გიორგი ფხაკაძე: საქართველოში ნოემბერი უმძიმესი იქნება, გარდაცვლილთა რიცხვი კატასტროფულად გაიზრდება

გაეროს გენერალური მდივნის 10 მრჩევლიდან ერთ-ერთი ქართველი ექიმი გიორგი ფხაკაძე 20 წელია სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. ის აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის საკითხებში.

„2020 წ. ნოემბერი – დეკემბერი იქნება უმძიმესი. რა ენაზე ვილაპარაკო აღარ ვიცი​” – სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ წერდა გიორგი ფხაკაძე, რომელმაც ვირუსზე ვრცლად ჟურნალ „სარკესთან” ისაუბრა.

„კოვიდმა აჩვენა, რომ ჩვენი სისტემა იქცევა. კორონავირუსის დაბალი მაჩვენებელი რომ იყო საქართველოში, ამაში ჯანდაცვის სისტემის როლი ნული იყო. იმუშავა პატრულმა და სწორად შეშინდა მთავრობა. კარანტინმა კარგად იმუშავა. როცა ეს ყველაფერი მოეშვა, მივიღეთ დღევანდელი მდგომარეობა.

ჯანდაცვის სისტემის რეალური სურათი ისაა, რაც დღეს ხდება – ათასობით ინფიცირებული. არ მჯერა, რომ ეს განზრახ გააკეთეს. ესაა პროფესიონალიზმის ნაკლებობით გამოწვეული.

მე იმ ჯგუფის ნაწილი ვარ, რომელიც ვამბობთ, რომ სამი ტალღა იქნება. ჩვენი გამოთვლებით მეორე ტალღა დეკემბერსა და იანვარში იქნება. მერე მაჩვენებელი ნელნელა ჩამოიკლებს. მესამე ტალღას ველით აპრილსა და მაისში, ეს ყველაზე პატარა ტალღა იქნება, მეორე კი – ყველაზე ძლიერი.” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-saqartveloshi-noemberi-umdzimesi-iqneba-gardatsvlilta-ritskhvi-katastrofulad-gaizrdeba/

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

გიორგი ფხაკაძე: საქართველოში ნოემბერი უმძიმესი იქნება, გარდაცვლილთა რიცხვი კატასტროფულად გაიზრდება

https://accreditation.ge/post/გიორგი-ფხაკაძე-საქართვე-18/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. გიორგი ფხაკაძე: საქართველოში ნოემბერი უმძიმესი იქნება, გარდაცვლილთა რიცხვი კატასტროფულად გაიზრდება [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2020 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/გიორგი-ფხაკაძე-საქართვე-18/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp