Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

გიორგი ფხაკაძე: ბავშვებმა 2 წლიდან უნდა გამოიყენონ პირბადეები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი

01/07/2021

გიორგი ფხაკაძე: ბავშვებმა 2 წლიდან უნდა გამოიყენონ პირბადეები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი

პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” კორონავირუსის მუტირებულ, დელტა შტამზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის უფრო მაღალი გადამდებობით გამოირჩევა და ვერაგ გართულებას იწვევს ბავშვებში.

აქედან გამომდინარე, ექსპერტის რეკომენდაციაა, რომ 2 წლიდან ბავშვებმა პირბადეები გამოიყენონ.

გიორგი ფხაკაძის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს აცრა გაკეთებული აქვს თუ არა, სამედიცინო პირბადე აბსოლუტურად ყველამ უნდა გამოიყენოს.

“როდესაც ინდოეთში აფეთქება დაიწყო, ჩვეულებრივი კოვიდი ეგონათ. პირველი განგაში ბავშვთა საავადმყოფოებიდან წამოვიდა. ძალიან მოკლე დროში გადაიტვირთა პედიატრიული განყოფილებები. აფეთქება ბავშვებიდან დაიწყო. ეს არის ზუსტად განსხვავება. დელტა ვირუსი აღარ ზოგავს არც ბავშვს, არც დიდებს და არც მოხუცებს.

სამწუხაროდ, ბავშვებში არის უფრო ვერაგი. ადრე გვეგონა, რომ ბავშვებს არც პირბადე უნდათ და არც არაფერი. ჩემი მეგობრებისადმი მაქვს რეკომენდაცია, რომ რა თქმა უნდა, 2 წლიდან ბავშვებმა უნდა გამოიყენონ პირბადეები.

პირბადე აბსოლუტურად ყველამ უნდა გამოიყენოს, ვისაც აქვს ვაქცინა გაკეთებული და ვისაც არ აქვს. ვინც გადაიტანა და ვინც არ გადაიტანა. ერთადერთი გამოსავალი არის ეს მაგიური საშუალება, რასაც ჰქვია სამედიცინო პირბადე”- განაცხადა “ფორტუნას” ეთერში გიორგი ფხაკაძემ.

ვიდეო – https://www.facebook.com/watch/live/?ref=external&v=926814011496654

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-bavshvebma-2-wlidan-unda-gamoiyenon-pirbadeebi-es-aris-ertaderti-gamosavali

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

გიორგი ფხაკაძე: ბავშვებმა 2 წლიდან უნდა გამოიყენონ პირბადეები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი

https://accreditation.ge/post/გიორგი-ფხაკაძე-ბავშვებმა/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. გიორგი ფხაკაძე: ბავშვებმა 2 წლიდან უნდა გამოიყენონ პირბადეები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/გიორგი-ფხაკაძე-ბავშვებმა/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp