Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

„საკითხი წყდება არა თბილისში, არამედ ჟენევაში“ – გიორგი ფხაკაძე ვაქცინის შემოტანაზე

20/01/2021

„საკითხი წყდება არა თბილისში, არამედ ჟენევაში“ – გიორგი ფხაკაძე ვაქცინის შემოტანაზე

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ქვეყანა ვაქცინაციას მომზადებული უნდა შეხვდეს.

ფხაკაძის თქმით, არასწორი ვაქცინაციის პროცესმა ვითარება ბევრად უფრო საშიში შეიძლება გახადოს.

„ისე იძახიან საქართველოში ვაქცინას არ გავიკეთებთო, თითქოს უკვე იყოს. ვაქცინა უნდა იყოს კარგი, სხვა შემთხვევაში ჯობია საერთოდ მის გარეშე იყოთ. არასწორი ვაქცინაციის პროცესი უფრო საშიშია, ვიდრე სხვა რამე. ჯობია მოვემზადოთ და მომზადებული შევხვდეთ პროცესს“, – აღნიშნა ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ჩართვის დროს.

ამასთან, გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის გეგმაზეც საუბრობს და ამბობს, რომ „კაცმა არ იცის როგორია“.

„მე გეუბნებით საქართველოში არავინ იღებს გადაწყვეტილებას თუ რა ვაქცინა შემოვა და როდის. ეს არის რეალური ინფორმაცია. იმიტომ რომ ეს საკითხი წყდება არა თბილისში, არამედ ეს საკითხი წყდება ჟენევაში.

როცა „ნამცეცობები“ დარჩება, იმ „ნამცეცობებს“ გადმოისვრიან. თუ ვიღაცამ, 10 000 დოზა ვაქცინა შემოიტანა, ეს ვაქცინაციის პროგრამა არ არის. ეს უფრო დიდ ზარალს შემოიტანს ვიდრე შედეგს“, – აღნიშნა ფხაკაძემ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://pia.ge/news/covid-19/sakitkhi-tskdeba-ara-tbilisshi-aramed-zhenevashi—giorgi-phkhakadze-vaktsinis-shemotanaze

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

„საკითხი წყდება არა თბილისში, არამედ ჟენევაში“ – გიორგი ფხაკაძე ვაქცინის შემოტანაზე

https://accreditation.ge/post/საკითხი-წყდება-არა-თბილი/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. „საკითხი წყდება არა თბილისში, არამედ ჟენევაში“ – გიორგი ფხაკაძე ვაქცინის შემოტანაზე [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/საკითხი-წყდება-არა-თბილი/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp