Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციამ Accreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის…

11/05/2023

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციამ Accreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის…

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციამ Accreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებთან “სამედიცინო ცენტრი ინოვა”,ინოვა ინვიტრო “ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი”, “ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი” და “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაცია Accreditation Canada-მ ვივო მედიქალ ჯგუფში გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან (“სამედიცინო ცენტრი ინოვა, “ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი“, “ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი“, “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო””ინოვა ინვიტრო“) თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის ანალიზი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრით.

მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კლინიკების გუნდი აქტიურად იმუშავებს Accreditation Canada-ს Qmentum International™ პროგრამის ფარგლებში. შედეგად მათ მიენიჭებათ ხარისხის საერთაშირისო აკრედიტაცია, რაც პაციენტებისთვის ქმნის უსაფრთხო, ეფექტიანი და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გარანტიას.

Accreditation Canada (AC) წარმოადგენს არაკომერციულ საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას, რომელიც 60 წელზე მეტია მუშაობს მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება ჯანდაცვის სფეროში არსებულ ორგანიზაციებს და სამედიცინო დაწესებულებებს მომსახურეობის ხარისხისა და პაციენტების უსაფრთხოების დონის შეფასებასა და მის გაუმჯობესებაში.

„ვივო მედიქალ ჯგუფში შემავალი სამედიცინო ცენტრები:“სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო “ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი“,“ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი“ და თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წარმოადგენენ ქვეყნის წამყვან სამედიცინო ცენტრებს, რომლებიც სრულად პასუხობენ საერთაშორისო სტანდარტებს და განაგრძობენ მუშაობას მუდმივი განვითარებისთვის რათა გახდნენ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები ქვეყნის მასშტაბით.

აღნიშნული თანამშრომლობა გაამყარებს ჩვენი სამედიცინო დაწესებულებების და მთლიანად ქართული ჯანდაცვის სექტორის რეპუტაციას და ხარისხთან შესაბამისობას ჯანდაცვის მსოფლიო რუკაზე და რაც ყველაზე მთავარია ეს პროცესები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს პაციენტებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები“ აღნიშნა ვივო მედიქალ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი ყიფიანმა „

“VIVO Medical Group”-ი წარმოადგენს სამედიცინო ცენტრების ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს წამყვან კლინიკებს საქართველოში (“სამედიცინო ცენტრი ინოვა,ინოვა ინვიტრო “ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი“,“ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი“, თბილისის ცენტრალური საავადმყოფო )

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://pirveliradio.ge/?newsid=196430&fbclid=IwAR3xLmYEexsHImmSjCA54l2xgA65volXUrzCNXyjP2qLSmNjogpWthUHf0E

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციამ Accreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის…

https://accreditation.ge/post/კანადის-საერთაშორისო-აკ-4/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციამ Accreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის… [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2023 [cited 2026 Nov 2]. Available from: https://accreditation.ge/post/კანადის-საერთაშორისო-აკ-4/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp
Operated by the Public Health Institute of Georgia (PHIG) · non-profit, ID 404407815 · 3 Betlemi Rise, Tbilisi 0105, Georgia · info@accreditation.ge · Policy Framework · Legal notice · Privacy · Accessibility · Part of the PHIG network