Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

„დიდი მადლობა თოთოეულ ადამიანს, დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს და მედიასაშუალებას, ვინც“

07/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„დიდი მადლობა თოთოეულ ადამიანს, დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს და მედიასაშუალებას, ვინც“

პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:
„ საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ – https://www.accreditation.ge/programs
„საქარველოს აკრედიტაციის ინიციატივასთან“ დაკავშირებით კარგი სიახლეებია, აკრედიტაციის გავლის სურვილი უკვე 19 ორგანიზაციამ გამოთქვა.

გულწრფელად გეტყვით, საქართველოში ხარისხზე ორიენტირებული ამდენი სამედიცინო დაწესებულება თუ იქნებოდა, არ მეგონა, რომლებიც ზრუნავენ სერვისების გაუმჯობესებაზე და პაციენტებზე რეალურად ფიქრობენ;
საქართველოში ძალიან პროფესიონალი, თავისი საქმის მოყვარული სამედიცინო სფეროს მუშაკები არიან. იმედი მაქვს, აკრედიტაციის ინიციატივას კიდევ მრავალი ორგანიზაცია შემოუერთდება. პირველ ეტაპზე ელემენტარული სტანდარტებია, რომელიც ყველამ იოლად უნდა გაიაროს. ვინმეს თუ რაიმე სახის პრობლემა ექნება, დავეხმარებით მის მოგვარებაში!
დიდი მადლობა თოთოეულ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივას და მისი განხორციელების პროცესში მეხმარება. დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს და მედიასაშუალებას, ვინც აკრედიტაციის თემას აშუქებს. რამდენიმე გაზეთში, მაგალითად, „ალიასა“ და „ასავალ დასავალში“ დაიბეჭდა ვრცელი სტატიები აკრედიტაციასთან დაკავშირებით, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ არაერთი ნიუსი გამოაქვეყნა.
მიხარია, მედია და საზოგადოება ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებით რომ დაინტერესდა. ჯანდაცვის ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესების გზაზე ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია. ამაში მედიის როლი ძალიან დიდია, უღრმესი მადლობა მათ თანამშრომლობისათვის! დიდი მადლობა იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც არიან დაინტერესებული, გაიარონ აკრედიტაცია, რათა საქართველოს ჯანდაცვის ხარისხი იყოს კარგი და ძალიან კარგი!“
გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი.

„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

„დიდი მადლობა თოთოეულ ადამიანს, დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს და მედიასაშუალებას, ვინც“

https://accreditation.ge/post/დიდი-მადლობა-თოთოეულ-ადა/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. „დიდი მადლობა თოთოეულ ადამიანს, დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს და მედიასაშუალებას, ვინც“ [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 24]. Available from: https://accreditation.ge/post/დიდი-მადლობა-თოთოეულ-ადა/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp