Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

რას გულისხმობს, საერთაშორისო აკრედიტაცია?

13/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

რას გულისხმობს, საერთაშორისო აკრედიტაცია?

აკრედიტაცია კანადის იფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველიში.

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში საერთაშორისო აკრედიტაციის დანერგვას გეგმავს.

კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.

აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.

ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

აკრედიტაციის პროცესს იწყებს კლინიკა „მედცენტრი“, სადაც დღეს ორგანიზაცია „აკრედიტაცია კანადასთან’’ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ერთ-ერთია 6 მაკრედიტირებელი საერთაშორისო კომპანიიდან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.

„ჩვენ საქართველოში გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი. რაც მთავარია, პაციენტებისათვის უსაფრთხო“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით „კანადის აკრედიტაციასთან“ საქართველოში უკვე 11 კლინიკამ გააფორმა ხელშეკრულება.

„დღეის მდგომარეობით 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული. პირველი სამედიცინო დაწესებულებაა მედცენტრი. მოხარულები ვართ, რომ აქ იმყოფება აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო დირექტორი და ევროპის ხელმძღვანელი“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბრძნებით, 2023 წლის 30 დეკემბრამდე ყველა საავადმყოფომ ხელი უნდა მოაწეროს საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციასთან.

რას გულისხმობს, საერთაშორისო აკრედიტაცია?

– ეს არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის სტანდარტები. აკრედიტაციასთან ერთად თითოეული დაწესებულება გააუმჯობესებს ხარისხს, აღმოფხვრის იმ ხარვეზებს, რაც ამჟამად არის კლინიკებში, უნდა გაიზარდოს თითოეული პერსონალის კვალიფიკაცია და გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, რაც საბოლოოდ საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, გაცილებით უკეთესი სამედიცინო სერვისი მიიღოს.

„მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, საავადმყოფოების საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციის გუნდს ვაყალიბებთ საქართველოში!“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ლინკი: https://accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

რას გულისხმობს, საერთაშორისო აკრედიტაცია?

https://accreditation.ge/post/რას-გულისხმობს-საერთაშორ/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. რას გულისხმობს, საერთაშორისო აკრედიტაცია? [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2023 [cited 2026 Nov 4]. Available from: https://accreditation.ge/post/რას-გულისხმობს-საერთაშორ/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp
Operated by the Public Health Institute of Georgia (PHIG) · non-profit, ID 404407815 · 3 Betlemi Rise, Tbilisi 0105, Georgia · info@accreditation.ge · Policy Framework · Legal notice · Privacy · Accessibility · Part of the PHIG network