Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

გიორგი ფხაკაძე საქართველოშია – წიგნის ონლაინ პრეზენტაციას უძღვებოდა …

29 სექტემბერი, 2021

#drpkhakadze

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში იწყება წიგნის, „სამედიცინო დაწესებულებების არქივი“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.
ნაშრომი მოიცავს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, სამედიცინო დაწესებულების არქივების უკვე არსებული ან/და მომავალი არქივარიუსებისთვის. იგი წარმოადგენს გზამკვლევს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, რათა შექმნან და განავითარონ საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო არქივი.

წიგნი შექმნილია რჯც-ს (რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი) და დტსუ-ს (დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი) ავტორთა მრავალწლიანი ერთობლივი თანამშრომლობით: მანანა ლოსაბერიძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი);
გიორგი ფხაკაძე (დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი);
ნანა მგალობლიშვილი (დიპლომირებული მედიკოსი, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დირექტორი)
ანა ბოლქვაძე (დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი);
ნუგზარ ბოლქვაძე (მედიცინის აკადემიური დოქტორი, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი); თამარ თალაკვაძე (მედიცინის აკადემიური დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი); თეიმურაზ ზურმუხტაშვილი (არქივმცოდნე).

წიგნის ონლაინ პრეზენტაციას უძღვებოდა გიორგი ფხაკაძე / დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი (MPH), მედიცინის აკადემიური დოქტორი (PhD) / წიგნი „სამედიცინო დაწესებულებების არქივი“ გამოიცა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობით.

დაინტერესებული პირები ეწვიეთ ბმულს:
https://dtmu.zoom.us/j/94765789706 – https://dtmu.zoom.us/j/94765789706?fbclid=IwAR1XU4J48FMH_ciONA-A4FerObvKGI_vVEAe67l0BeL1bvUMN35ZPOYcag0#success

პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე ორწლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში 28 სექტემბერს დაბრუნდა.

—

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

https://youtube.com/@drpkhakadze

—

ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil.

გიორგი ფხაკაძე საქართველოშია – წიგნის ონლაინ პრეზენტაციას უძღვებოდა …

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

გიორგი ფხაკაძე საქართველოშია – წიგნის ონლაინ პრეზენტაციას უძღვებოდა …

https://accreditation.ge/post/გიორგი-ფხაკაძე-საქართველ/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. გიორგი ფხაკაძე საქართველოშია – წიგნის ონლაინ პრეზენტაციას უძღვებოდა … [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2023 [cited 2026 Sep 26]. Available from: https://accreditation.ge/post/გიორგი-ფხაკაძე-საქართველ/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp