Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში

Accreditation Canada-ს ადგილობრივი პარტნიორი

საერთაშორისო აკრედიტაცია თქვენს კლინიკაში, ქართული გუნდის მხარდაჭერით

ვამზადებთ საავადმყოფოებს, ამბულატორიულ კლინიკებსა და ლაბორატორიებს Accreditation Canada-ს შეფასებისთვის: ქართულ ენაზე, პირადი მრჩევლით და რეგულარული შეხვედრებით თქვენს დაწესებულებაში.

რამდენად მზად არის თქვენი დაწესებულება?

ექვსი კითხვა, დაახლოებით ერთი წუთი.

რა ტიპის დაწესებულებაა?
65+
წელი ჯანდაცვის ხარისხისა და უსაფრთხოების სფეროში
15 000+
აკრედიტებული ლოკაცია
40+
ქვეყანა
1 000+
შემფასებელი, მრჩეველი და ექსპერტი

წყარო: accreditation.ca

რატომ ახლა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობისთვის საერთაშორისო აკრედიტაცია სავალდებულოა. Accreditation Canada იმ ორგანიზაციებს შორისაა, რომლებსაც ბრძანება ასახელებს.

კანონმდებლობის შესახებ

ხუთი ეტაპი აკრედიტაციამდე

პირველი კონსულტაციიდან შეფასების ვიზიტამდე ყველა ეტაპზე თქვენთან ერთად ვართ.

ეტაპი 1 / 5

კონსულტაცია

გაგვიზიარეთ, რა ტიპის დაწესებულება გაქვთ და რა ეტაპზე ხართ. ერთად შევაფასებთ, რომელი აკრედიტაციის პროგრამაა თქვენთვის შესაფერისი და რამდენი მომზადება დასჭირდება.

ტელეფონით, ონლაინ ან თქვენს დაწესებულებაში

რას მოიცავს ჩვენი მხარდაჭერა

ადგილობრივი მრჩეველთა სერვისი Accreditation Canada-სთან ხელშეკრულების მქონე პარტნიორი დაწესებულებებისთვის.

ყველა სერვისი
  • პირადი მრჩეველი

    თითოეულ დაწესებულებას ჰყავს საკუთარი კოორდინატორი: თვეში ერთი სამუშაო დღე ადგილზე და ორი ონლაინ შეხვედრა.

  • ექსპერტთა გუნდი

    თორმეტი სპეციალისტი აკრედიტაციის ძირითადი მიმართულებებით, Accreditation Canada-ს სტანდარტებზე გადამზადებული.

  • ონლაინ სწავლება

    თვეში ორი ონლაინ ტრენინგი პერსონალისთვის GMJ Academy-ის პლატფორმაზე.

  • ტრენინგი ადგილზე

    კვარტალში ერთხელ შერეული ფორმატის სწავლება თქვენს დაწესებულებაში.

  • პაციენტის ხმა

    საპაციენტო საბჭოს სამდივნო, უკუკავშირის სისტემა და დამოუკიდებელი პაციენტის ომბუდსმენი. საბჭოების მუშაობა აისახება შენი პაციენტის პლატფორმაზე.

  • პუბლიკაციები

    თქვენი დაწესებულების სიახლეები და ექიმების სტატიები შენი ექიმის პლატფორმაზე; სამეცნიერო ნაშრომებისთვის კი საქართველოს სამედიცინო ჟურნალი.

  • პროცედურები და დოკუმენტაცია

    სტანდარტული საოპერაციო პროცედურებისა და ტექნიკური დოკუმენტების მომზადება.

  • გარემოს მონიტორინგი

    გარემოს მდგომარეობის შეფასება წელიწადში ორჯერ.

  • საცდელი ვიზიტი

    ყოველწლიური სიმულაცია, რომელიც რეალურ შეფასების ვიზიტს იმეორებს.

Accreditation Canada-ს Platinum აკრედიტაციის სერტიფიკატის გადაცემა საქართველოში
Platinum აკრედიტაციის სერტიფიკატის გადაცემა, 2025

ადგილობრივი გუნდი, საერთაშორისო სტანდარტი

ოფისს მართავს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი. ჩვენი ექსპერტები Accreditation Canada-მ მოამზადა და სერტიფიცირებული საერთაშორისო შემფასებლები არიან.

9
დაწესებულებამ მიიღო Accreditation Canada-ს აკრედიტაცია ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერით. სრული სია
2023
წლიდან ვმუშაობთ Accreditation Canada-ს ოფიციალურ პარტნიორად საქართველოში
გადაამოწმეთ პარტნიორების სიაში

ხშირად დასმული კითხვები

ვერ იპოვეთ პასუხი? მოგვწერეთ.

ვინ იღებს აკრედიტაციის გადაწყვეტილებას?

გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ Accreditation Canada, მისი შემფასებლების ვიზიტის შედეგების საფუძველზე. ადგილობრივი გუნდი დაწესებულებას ამზადებს და ეხმარება, მაგრამ აკრედიტაციას არ ანიჭებს.

რომელ დაწესებულებებს ეხება?

საავადმყოფოებს, ამბულატორიულ კლინიკებს, ლაბორატორიებსა და დიაგნოსტიკურ ცენტრებს. Accreditation Canada-ს აქვს ცალკე პროგრამები ლაბორატორიებისა და დიაგნოსტიკური გამოსახულების სამსახურებისთვის.

რა ენაზე მიმდინარეობს მომზადება?

ყველა კონსულტაცია, შეხვედრა და ტრენინგი ქართულ ენაზე ტარდება. სტანდარტების მოთხოვნებს ქართულად განვმარტავთ.

რამდენ ხანს გრძელდება მომზადება?

ეს დამოკიდებულია დაწესებულების ზომასა და ამჟამინდელ მზადყოფნაზე. ზუსტ ვადებს პირველ კონსულტაციაზე, თქვენი მდგომარეობის შეფასების შემდეგ განვსაზღვრავთ.

ვალდებულია თუ არა ჩემი დაწესებულება, გაიაროს აკრედიტაცია?

თუ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობთ, ჯანდაცვის სამინისტროს №4/ნ ბრძანება საერთაშორისო აკრედიტაციას მოითხოვს. ამბულატორიული, დღის სტაციონარისა და ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებლებისთვის სერტიფიკატის წარდგენის ვადაა 2026 წლის 31 დეკემბერი. დეტალები იხილეთ გვერდზე „კანონმდებლობა“.

როგორ იწყება თანამშრომლობა?

მოგვწერეთ [email protected]ზე ან შეავსეთ ფორმა. შევთანხმდებით კონსულტაციაზე, შემდეგ ერთად შევავსებთ განაცხადს.

უფასო რესურსები დაწესებულებებისთვის

ბეჭდვისთვის მზა ბუკლეტები, პოსტერები და ნიშნები. თითოეულს აქვს საკუთარი გვერდი და QR კოდი.

ყველა რესურსი

სიახლეები

ჯანდაცვისა და აკრედიტაციის ამბები საქართველოდან და მსოფლიოდან.

ყველა სიახლე

დავიწყოთ საუბრით

მოგვიყევით თქვენი დაწესებულების შესახებ. პირველ კონსულტაციაზე შევაფასებთ მზადყოფნას და შემდეგ ნაბიჯებს.

მოგვწერეთ

გიპასუხებთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში

https://accreditation.ge/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2026 [cited 2026 Sep 23]. Available from: https://accreditation.ge/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp