Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში

ჩვენი ემიგრანტი მანდილოსნები იტალიაში, საბერძნეთსა და სხვაგან, რომლებიც მომვლელებად მუშაობთ… თქვენ

09/05/2022

ჩვენი ემიგრანტი მანდილოსნები იტალიაში, საბერძნეთსა და სხვაგან, რომლებიც მომვლელებად მუშაობთ… თქვენ

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საუბრობს, რატომ აღარ ჩანდა აქტიურად ბოლო პერიოდის განმავლობაში.

როგორც ფხაკაძე ჰყვება, ის საფრანგეთში უვლიდა 85 წლის მეგობარს, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა.

გიორგი ფხაკაძე აქვე მიმართავს იმ ემიგრანტებს, რომლებიც ოჯახებში მომვლელებად მუშაობენ და ამბობს, რომ მის თვალში ეს ადამიანები გმირები არიან:

“იმ ქართველ ქალბატონებს, რომლებიც არიან იტალიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში, რომლებიც მუშაობენ ოჯახებში და რომლებიც ეხმარებიან მოხუცებს, თქვენ რა მაგრები ყოფილხართ?

ჩემი მეგობარი, 85 წლის უსაყვარლესი ადამიანი, რომელიც ბევრ რამეში დამეხმარა… სამი კვირის წინ დადგა საკითხი, რომ საოპერაციო იყო, გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. მისი შვილები არიან ძალიან შორს, მე პარიზში ვიყავი და ისეთ სიტუაციაში იყო, პრაქტიკულად, ახლობელი ადამიანი არავინ იყო. მე ვთქვი, მე ვიქნები-მეთქი.

არ არის პრობლემა, ტელეფონი, ინტერნეტი, კომპიუტერი, ჩავიცვამ კოსტიუმს და ვილაპარაკებ შეხვედრებზე, არ არის პრობლემა-მეთქი.

რამდენიმე შეხვედრა გადავწიე. გეტყვით, რატომ არ ჩამოვედი აღდგომაზე, ბილეთიც ნაყიდი მქონდა, მაგრამ რადგან ასეთი მომენტი იყო, ყველაფერი გადავდე.

ცხოვრებაში უნდა გააკეთო ისეთი რაღაც, რაც შეიძლება ცოტა უცნაური იყოს, შეიძლება არ იყოს სტანდარტული, მაგრამ შენ ფიქრობ, რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს ადამიანის სიცოცხლეა.

განსაკუთრებით, როდესაც ადამიანს მრავალი წლის მანძილზე ბევრი რამ გაუკეთებია და ახლა გაქვს შანსი, მადლობა უთხრა, მთავარია ახლოს იყო და მე ვუთხარი, მე ვიქნები-მეთქი.

ორ კვირაზე მეტია, ასეთ კარგ ბუნებაში, ვარ პარიზის გარეუბანში და ვეხმარები, არაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ ერთად ვსვამთ, ერთად ვჭამთ, მაგრამ ის იცის, რომ გვერდით არის ვიღაც, პრობლემა რომ იყოს.

ეს მანდილოსნები, ვინც ევროპაში ხართ და მოხუცებს უვლით, თქვენ ხართ ანგელოზები. სასწაული ხალხი..

მინდა დავიჩოქო თქვენ წინაშე, იმიტომ, რომ თქვენ სასწაული საქმეს აკეთებთ, ბევრი ვერ ხვდება, თქვენ რას აკეთებთ”, – მიმართავს ფხაკაძე ემიგრანტებს.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-chveni-emigranti-mandilosnebi-italiashi-saberdznetsa-da-skhvagan-romlebic-momvlelebad-mushaobt-tqven-khart-saswauli-adamianebi-tqven-khart-gmirebi

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

ჩვენი ემიგრანტი მანდილოსნები იტალიაში, საბერძნეთსა და სხვაგან, რომლებიც მომვლელებად მუშაობთ… თქვენ

https://accreditation.ge/post/ჩვენი-ემიგრანტი-მანდილოს/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. ჩვენი ემიგრანტი მანდილოსნები იტალიაში, საბერძნეთსა და სხვაგან, რომლებიც მომვლელებად მუშაობთ… თქვენ [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2022 [cited 2026 Sep 23]. Available from: https://accreditation.ge/post/ჩვენი-ემიგრანტი-მანდილოს/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp