Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში

ფხაკაძე: არავის არაფერს გაძალებთ, თუ დამიჯერებთ, კარგია, არ დამიჯერებ, გზა დიდია…

18/08/2021

ფხაკაძე: არავის არაფერს გაძალებთ, თუ დამიჯერებთ, კარგია, არ დამიჯერებ, გზა დიდია…

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ერთი კონკრეტული მოქალაქე მისმა რჩევებმა ვირუსისგან დაიცვა.

„როცა შენმა რჩევამ კონკრეტული ადამიანი გადაარჩინა, ექიმისთვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტისთვის ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო…

არავის არაფერს არ გაძალებთ, თუ დამიჯერებთ, კარგია, არ დამიჯერებ, გზა დიდია ….

ეს არის ჩემი პირადი ფაისბუქგვერდი, ჩემი ვირტუალური პირადი სივრცე, ჩემი “ბიბლიოთეკის” ოთახი , სადაც ჩემს აზრებს, ანალიზს და, უბრალოდ, ჩემთვის საინტერესო სტატიებს ვაზიარებ და ყველასთვის კარები ღიაა, მაგრამ ზოგიერთებს ნამეტანი მოსდით.

ზოგიერთებს ავიწყდებათ, რომ სხვის პირად სივრცეში არიან, სხვის სახლში სტუმრად არიან.
სამწუხაროა , რომ 8,000- მდე “სტუმრის” გაგდება მომიწია, ჩემი “სახლიდან”. არავის არ ვაძალებ, (რეკლამაში ფულს არ ვიხდი, სხვებისგან განსხვავებით) ჩემთან რომ შემოვიდნენ… უბრალოდ, სხვის სახლში /ოჯახში რომ იმყოფები, ზრდილობა იქონიეთ.

არ მოგწონთ, გადით თქვენით, რამე მიუღებელია, ნუ გამოიწერთ ჩემს გვერდს « ანფოლოუ » გააკეთეთ და გირჩევთ, საერთოდ დაბლოკოთ ჩემი გვერდი. მე არ მაინტერესებს რამდენი “ფოლოვერი”- “ლაიქი” იქნება ჩემს გვერდზე და ჩემი გვერდის “რეიტინგი “ ხომ საერთოდ არ მაინტერესებს.

გაიგეთ , ეს არის ჩემი პირადი სივრცე.

ჩემი ვირტუალური “ბიბლიოთეკა” ღიაა ყველასთვის, უბრალოდ, ერთმანეთს ვცეთ პატივი.

ჯანმრთელობას გისურვებთ 🙂“. – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გიორგი ფხაკაძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ თავისი საქმე შეასრულა და ფეისბუქლაივები აღარ ექნებოდა.

სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც ფხაკაძის რჩევამ ვირუსისგან იხსნა, წერს, რომ ძალიან დააკლდა გიორგი ფხაკაძის ლაივები.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-aravis-arafers-gadzalebt-tu-damijerebt-kargia-ar-damijereb-gza-didia

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

ფხაკაძე: არავის არაფერს გაძალებთ, თუ დამიჯერებთ, კარგია, არ დამიჯერებ, გზა დიდია…

https://accreditation.ge/post/ფხაკაძე-არავის-არაფერს-გ/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. ფხაკაძე: არავის არაფერს გაძალებთ, თუ დამიჯერებთ, კარგია, არ დამიჯერებ, გზა დიდია… [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 23]. Available from: https://accreditation.ge/post/ფხაკაძე-არავის-არაფერს-გ/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp