Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში

სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის კონფერენცია

15/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის კონფერენცია

2018 წლის 30 ივნისს, სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის ორგანიზებით, „New Hospitals”-ში ჩატარდა სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

სესია გახსნეს “New Hospitals”-ის დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დეკანმა – ნინო თაბაგარმა. ჩატარდა “Academic Integrity Session” რომელიც მოიცავდა ტრენინგს პროგრამების – “Moodle”-ის და “TurnItIn”-ის შესახებ. ტრენინგს უძღვებოდა ნატა ჯაფიაშვილი (ვიცე-რექტორის თანაშემწე სტრატეგიული მართვის და განვითარების დარგში) და პაატა ცაგარეიშვილი (დეკანის მოადგილე სამედიცინო განათლებაში).

ასევე, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ვერიკო მირცხულავამ (სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი) ისაუბრა სამეცნიერო კვლევის როლზე სტუდენტებისთვის. გვყავდა მოწვეული სტუმარი, ვახტანგ გურაბანიძე გაგუას კლინიკიდან, რომელმაც ისაუბრა ორსულობისა და ეპიგენეტიკის კავშირზე.

ამის შემდგომ, მონაწილე სტუდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები და ასევე თანამედროვე მედიცინის პრობლემების მიმოხილვები, პრეზენტაციების სახით.

სესია დახურა სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის პრეზიდენტმა – ავთანდილ ქოჩიაშვილმა. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, სერგო თაბაგარის მიერ.

ასევე გამოვლინდა საუკეთესო პრეზენტაციები, რომელთაც გადაეცათ დამატებითი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=135&lang=2

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის კონფერენცია

https://accreditation.ge/post/სტუდენტთა-და-ახალგაზრდა/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის კონფერენცია [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2023 [cited 2026 Sep 23]. Available from: https://accreditation.ge/post/სტუდენტთა-და-ახალგაზრდა/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp