Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში

სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო

09/05/2023

სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო. მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.

ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

აკრედიტაციის პროცესს იწყებს კლინიკა „მედცენტრი“, სადაც დღეს ორგანიზაცია „აკრედიტაცია კანადასთან’’ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ერთ-ერთია 6 მაკრედიტირებელი საერთაშორისო კომპანიიდან.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, მარი ზაქანიძის განცხადებით, კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა უკვე სავალდებულოა, რადგან 31 დეკემბრამდე უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულება გაფორმებული და თვითშეფასების ეტაპი უნდა იყოს გავლილი. აკრედიტაციის შემდეგ კლინიკებში გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურება. გაიზრდება ექიმების კვალიფიკაცია.

„კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ მთავარია მზაობა, როგორც სახელმწიფოს, ასევე კლინიკების მხრიდან.

„ეს არ არის იოლი პროცესი, რადგან ხარისხი რთული გადასალახია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სახელმწიფოსგან მზაობა და ხელშეწყობა უკვე არის. ახლა ჯერი კლინიკებზეა.

დღევანდელი ხელშეკრულების გაფორმება სწორედ მაგალითია იმისა, რომ კლინიკას სურს უფრო მეტად დაუხლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და სრულფასოვნად უპასუხოს იმ გამოწვევას, რაც სახელმწიფო სტანდარტებით იქნება გათვალისწინებული“,- ამბობს ფხაკაძე.

მისივე თქმით, „კანადის აკრედიტაციასთან“ საქართველოში უკვე 11 კლინიკამ გააფორმა ხელშეკრულება.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/sameditsino-datsesebulebebis-akreditatsiis-protsesi-daitsyo

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო

https://accreditation.ge/post/სამედიცინო-დაწესებულებ-9/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2023 [cited 2026 Sep 23]. Available from: https://accreditation.ge/post/სამედიცინო-დაწესებულებ-9/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp