Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში

რატომ ემადლიერება ანრი ჯოხაძის ოჯახი გიორგი ფხაკაძეს – ეს ამბავი არავინ იცოდა

23/09/2021

რატომ ემადლიერება ანრი ჯოხაძის ოჯახი გიორგი ფხაკაძეს – ეს ამბავი არავინ იცოდა

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე საუბრობს და მას სხვა ქვეყნების მაგალითს ადარებს, სადაც დასაქმებულებს აუცრელობის შემთხვევაში „უხელფასო შვებულებაში“ უშვებენ. როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, სამწუხაროდ, საქართველოში ყველაზე მეტად ანტივაქსერული განცხადებები სწორედ ექიმებისგან მოდის.

ექიმების პარალელურად, ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა საქართველოში, რომელიც ანტივაქსერია.

ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე მომღერალი ანრი ჯოხაძე საჯაროდ ალაპარაკდა და თქვა, რომ რომ არა გიორგი ფხაკაძის მონდომება, დედა აუცრელი დარჩებოდა.

„ფაქტობრივად, ომი გვქონდა სახლში, სირცხვილით ვერ ვამბობდი, რომ დედაჩემი კატეგორიული წინააღმდეგია აცრის. ერთ მომენტში აღმოვაჩინე, რომ ფხაკაძის ლაივებს უყურებდა. როგორც აღმოჩნდა, საკუთარ ოჯახში გიორგი ფხაკაძეს უფრო დიდი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე მე.

ვიდეოქოლით დარეკა გიორგიმ და ეს გაგიჟდა, ხომ გინახავთ, ვარსკვლავებს რომ ეთაყვანებიან, ასეთი შოუ მოაწყო რუსუდანმა. გიორგიმ პირდაპირ უთხრა, ქალბატონო რომ დაგემართოთ კოვიდი აუცილებლად მოკვდებითო, ოღონდ ეს იყო რუსიკოს შემთხვევაში 100-იანიში გარტყმა, რადგან ზუსტად მისი ენით აუხსნა. მახსოვს, დარეგისტრირებულიც არ ვიყავით, უკვე თმას იღებავდა და ასაცრელად მირბოდა”, – ამბობს ანრი ჯოხაძე.

რუსიკოს თქმით, გიორგი ფხაკაძეში მან გულწრფელობა დაინახა.

„იცით რა, მე რომ ამ საუბარს ვუსმენდი, იმდენი გულწრფელობა დავინახე მასში, მე მივხვდი, რომ ის ნამდვილად კარგი ადამიანია“, – ამბობს რუსუდან ჩხაიძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://old.primetime.ge/ratom-emadliereba-anri-jokhadzis-ojakhi-giorgi-fkhakadzes-es-ambavi-aravin-itsoda/

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

რატომ ემადლიერება ანრი ჯოხაძის ოჯახი გიორგი ფხაკაძეს – ეს ამბავი არავინ იცოდა

https://accreditation.ge/post/რატომ-ემადლიერება-ანრი-ჯ/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. რატომ ემადლიერება ანრი ჯოხაძის ოჯახი გიორგი ფხაკაძეს – ეს ამბავი არავინ იცოდა [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 23]. Available from: https://accreditation.ge/post/რატომ-ემადლიერება-ანრი-ჯ/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp