Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში

„მესმის, რაზეც ხართ ჩემზე გაბრაზებული – კიდევ გავლანძღავ, რადგან ქვეყნისთვის არც ერთს უნდა კარგი“

07/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„მესმის, რაზეც ხართ ჩემზე გაბრაზებული – კიდევ გავლანძღავ, რადგან ქვეყნისთვის არც ერთს უნდა კარგი“

პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„გიორგი ფხაკაძე არც ნაცია და არც ქოცი, ხომ ხედავთ. ლუსტრაცია მოხდა.

მესმის, რაზეც ხართ ჩემზე გაბრაზებული, რასგანაც „ოცნებასაც“ ვლანძღავ და „ნაცებსაც“. კიდევ გავლანძღავ, რადგან ქვეყნისთვის არც ერთს უნდა კარგი. ქვეყანაში პანდემიაა, დღეში 25-მდე ადამიანი იღუპება ვირუსით, რა დროს პოლიტიკური გარჩევები და თავყრილობებია?! თუ პატრიოტები ხართ, გამოაცხადეთ მორატორიუმი, პოლიტიკურ აქტივობებზე, მიტინგებზე, ჯერ დავამარცხოთ ვირუსი და მერე დაიკმაყოფილეთ ეს თქვენი პოლიტიკური ამბიციები.
ქუთაისში აქციაზე ამდენი ხალხი რომ გამოვიდა და დასავლეთში ვირუსი აფეთქდა, ვისი პასუხისმგებლობაა?! რომ ხედავ, არ მოსწონს ხალხს ეს „ნამოხვანჰესის“ პროექტი, გააჩერე! ყველაფერი უნდა გააკეთო, მიტინგი არ იყოს ამ პანდემიისას და ვირუსი რომ არ გავრცელდეს. მთავრობა რომ ხარ, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ოპოზიცია კიდევ აქეზებს და ცეცხლში შეშას უკეთებს. შევარცხვინე ორივე!
დასასრულს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ არჩილს და ქალბატონ ლელას, რომ საჯაროდ დაამტკიცეს, რომ მე არ ვარ არც ნაცი და არც ქოცი. დიდი მადლობა გიორგობაზე ასეთი კარგი საჩუქრისთვის.

ჯანმრთელობას გისურვებთ!“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

„მესმის, რაზეც ხართ ჩემზე გაბრაზებული – კიდევ გავლანძღავ, რადგან ქვეყნისთვის არც ერთს უნდა კარგი“

https://accreditation.ge/post/მესმის-რაზეც-ხართ-ჩემზე-გ/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. „მესმის, რაზეც ხართ ჩემზე გაბრაზებული – კიდევ გავლანძღავ, რადგან ქვეყნისთვის არც ერთს უნდა კარგი“ [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 23]. Available from: https://accreditation.ge/post/მესმის-რაზეც-ხართ-ჩემზე-გ/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp