Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში

მალტიდან ვაქცინის ჩამოტანა “ფეიკნიუსია”, ბატონი მიხეილი, ალბათ, შეცდომაში შეიყვანეს – გიორგი ფხაკაძე

29/01/2021

მალტიდან ვაქცინის ჩამოტანა “ფეიკნიუსია”, ბატონი მიხეილი, ალბათ, შეცდომაში შეიყვანეს – გიორგი ფხაკაძე

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართელოს მალტას დახმარებით უფასო ვაქცინის მიღება შეუძლია, “ფეიკნიუსს” უწოდებს.

გიორგი ფხაკაძის თქმით, მალტას არათუ სხვისთვის უფასოდ ვაქცინის გადაცემის საშუალება არ აქვს, არამედ დამატებით ყიდულობს ვაქცინას სხვადასხვა მწარმოებლებისგან, რადგან შიშობენ, რომ არ ეყოფათ.

“მალტიდან ჩამოტანილი ვაქცინა, ხომ იცით, რომ ეს არის “ფეიკნიუსი”, ბატონი მიხეილ შეცდომაში შეიყვანეს, ალბათ. მე გეტყვით ინფორმაციას, რა ხდება მალტასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მალტა არის ევროკავშრის ქვეყანა. ევროკავშირმა მიიღო ვაქცინაციის პროგრამა, ეს არის ერთიანი გადაწყვეტილება თუ როგორ განხორციელდეს ვაქცინაცია მთელს ევროპაში.

ამასთან, მალტამ “მოდერნიდან” შეიძინა 100 000 დოზა, ასევე “ფაიზერიდან” შეიძინა 670 000 დოზა, ასევე მალტამ “ასტრაზენეკიდან” შეუკვეთა 1 მლნ დოზა. პრობელმები შეიქმნა “ფაიზერსა” და “ასტრაზენეკას” შორის, შესაბამისად მიხვდნენ, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ვერ ჩამოვა და არ ეყოფათ ვაქცინები და დამატებით 80 000 დოზა “მოდერნას” ყიდულობენ.

ახლა კითხვაა მარტივი, თუ დღეს მალტა ყიდულობს 80 ათას “მოდერნას” აქცინას, რადგან შიში აქვს რომ ვაქცინ დააკლდება, საიდან ექნებათ ვაქცინა, რომ საქართველოს კი არა, ვინმეს მისცენ”, – განაცხადა ფხაკძემ.

როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ვაქცინა უფასოდ – სააკაშვილის შეთავაზება საქართველოს მთავრობას

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://old.primetime.ge/maltidan-vaqtsinis-chamotana-feikniusia-batoni-mikheili-albat-shetsdomashi-sheikvanes-giorgi-fkhakadze/

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

მალტიდან ვაქცინის ჩამოტანა “ფეიკნიუსია”, ბატონი მიხეილი, ალბათ, შეცდომაში შეიყვანეს – გიორგი ფხაკაძე

https://accreditation.ge/post/მალტიდან-ვაქცინის-ჩამოტა/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. მალტიდან ვაქცინის ჩამოტანა “ფეიკნიუსია”, ბატონი მიხეილი, ალბათ, შეცდომაში შეიყვანეს – გიორგი ფხაკაძე [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 23]. Available from: https://accreditation.ge/post/მალტიდან-ვაქცინის-ჩამოტა/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp