Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში

ერთადერთი გამოსავალი ეს მაგიური საშუალებაა – ვირუსის სხვადასხვა შტამისგან დასაცავად გიორგი ფხაკაძე

02/07/2021

ერთადერთი გამოსავალი ეს მაგიური საშუალებაა – ვირუსის სხვადასხვა შტამისგან დასაცავად გიორგი ფხაკაძე

კვლევებით დადგინდა, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამი ბავშვებშიც და მოზრდილებშიც თანაბარი სისწრაფით ვრცელდება, ვიდრე მანამდე არსებული კორონავირუსი. ახლა ქვეყანაში ფეხს იკიდებს და საინტერესოა, როგორია მისი გავრცელების არეალი ბავშვებში.

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ინდოეთში კორონავირუსისახალი შტამის აფეთქება ბავშვებიდან დაიწყო. მისი რეკომენდაციით, 2 წლის ასაკიდან ყველამ პირბადე უნდა ატაროს.

„ინდოეთში, როცა დაიწყო აფეთქება, ეგონათ, იყო ჩვეულებრივი კოვიდი. შტამების დადგენა ძვირადღირებული სიამოვნებაა და ეს მხოლოდ მდიდარ ქვეყნებს შეუძლიათ.

ინდოეთში თავდაპირველი განგაში ბავშვთა საავადმყოფოებში ატყდა. პედიატრიული რეანიმაციული განყოფილებები ძალიან მოკლე დროში გადაიტვირთა. აფეთქება დაიწყო ბავშვებისგან. ის უკვე აღარ ზოგავს არც ბავშვს, არც დიდებს და არც მოხუცებს. სამწუხაროდ, ბავშვებში უფრო ვერაგია.

ადრე გვეგონა, რომ ბავშვებს პირბადეები არ სჭირდებოდათ. ჩემი რეკომენდაციაა, 2 წლის ასაკიდან ბავშვებმა პირბადეები გამოიყენონ. პირბადე აბსოლუტურად ყველამ უნდა გამოიყენოს: ვისაც აქვს ვაქცინა გაკეთებული, არ აქვს, კოვიდიგადატანილი აქვს, თუ არ აქვს. ერთადერთი გამოსავალი ეს მაგიური საშუალებაა, რასაც სამედიცინო პირბადე ჰქვია“, – განაცხადა ფხაკაძემ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://old.primetime.ge/ertaderti-gamosavali-es-magiuri-sashualebaa-virusis-skhvadaskhva-shtamisgan-dasatsavad-giorgi-fkhakadze-rekomendatsias-avrtselebs/

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

ერთადერთი გამოსავალი ეს მაგიური საშუალებაა – ვირუსის სხვადასხვა შტამისგან დასაცავად გიორგი ფხაკაძე

https://accreditation.ge/post/ერთადერთი-გამოსავალი-ეს/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. ერთადერთი გამოსავალი ეს მაგიური საშუალებაა – ვირუსის სხვადასხვა შტამისგან დასაცავად გიორგი ფხაკაძე [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 23]. Available from: https://accreditation.ge/post/ერთადერთი-გამოსავალი-ეს/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp