Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში

გიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის

02/02/2023

გიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის.

„მინდა, საჯაროდ ბოდიში მოვუხადო ბატონ ამირანს. ბატონი ამირანი იყო და არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოჩენილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა.

როგორც დარგის ექსპერტი, ყოველთვის არ ვეთანხმებოდი (დასაბუთებულად) მის პოზიციას/მოსაზრებას და ასევე უფრო მაღალ სტანდარტს ვითხოვდი მისგან, ვინაიდან ის არის მაღალი დონის ექსპერტი არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც.

პროფესიულ საკითხებზე კამათი, ეს არის ჯანსაღი პროცესი პროფესიულ სფეროში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ამირანი პირადად ჩემზე არასდროს იყო გაბრაზებული. პირიქით, პროფესიონალები ძლიერ/დასაბუთებულ კრიტიკას ვაფასებთ.

საჯაროდ გამოქვეყნებულმა მიმოწერამ, სამწუხაროდ, ნათლად გვაჩვენა, თუ რატომ ახორციელებდა ბატონი ამირანის უწყება ამ ბოლო პერიოდში ასეთი ტიპის გაუგებარ გადაწყვეტილებებს! მინდა, საჯაროდ ბოდიში მოვუხადო ბატონ ამირანს, ვინაიდან მე არ მქონდა ზემოაღნიშნული ინფორმაცია.“ – წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/giorgi-fkhakadze-amiran-gamyrelidzes-bodishs-ukhdis

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

გიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის

https://accreditation.ge/post/გიორგი-ფხაკაძე-ამირან-გა/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. გიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2023 [cited 2026 Sep 23]. Available from: https://accreditation.ge/post/გიორგი-ფხაკაძე-ამირან-გა/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp