Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში

ამ ვიდეოს გამო, ახალგაზრდა ქართველმა „ექსპერტებმა“, რძე რომ არ შეშრობიათ ჯერ ტუჩებზე, მიწასთან…

30/08/2021

ამ ვიდეოს გამო, ახალგაზრდა ქართველმა „ექსპერტებმა“, რძე რომ არ შეშრობიათ ჯერ ტუჩებზე, მიწასთან…

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საკუთარ ვიდეოს აზიარებს, რომელიც მას აპრილში აქვს ჩაწერილი.

როგორც ფხაკაძე ამბობს, ამ ვიდეოს გამო იგი ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა. მისი თქმით, ბევრი რამ აღმოჩნდა უფრო მწარე, ვიდრე იმ დროისთვის ჩანდა, რომ იქნებოდა.

ანტივაქსერების სექტამ ამოჭრა ამ ვიდეოდან ნაწილი და ეს ვიდეო მთელ ქართულ ინტერნეტ ქსელში დაატრიალა.

ქართველი ფაქტ-ჩეკერები ასევე დამესივნენ და დამარეპორტეს ფეისბუკზე ამ ვიდეოს გამო და ახალგაზრდა ქართველმა “ექსპერტებმა” (რძე რომ არ შეშრობიათ ჯერ ტუჩებზე და უკვე ექსპერტებად საღდებიან ) ხომ საერთოდ მიწასთან გამასწორეს თავისი ჭკუით…

ახლა გადავხედე ამ ვიდეოს და მართლა ძალიან ანერვიულებული ვიყავი, ვინაიდან კვლევების საგანგაშო ანგარიშები მოდიოდა სამხრეთ აფრიკიდან და ინდოეთიდან. დიახ, 2021 წლის 22 აპრილისთვის ბევრი რამ არ ვიცოდით.

ერთი რამ, რაც არის რეალობა – სამწუხაროდ. ბევრი რამ აღმოჩნდა უფრო მწარე, ვიდრე ჩანდა იმ დროს. ასევე, კარგი ამბებიც გვაქვს, ფაიზერის ვაქცინა, აჩვენა თავისი ეფექტურობა მოდერნასთან ერთად და საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა ინდური (დელტა) ვარიანტის წინააღმდეგ.

აიცერით ფაიზერის ვაქცინით, რაც შეიძლება, მალე. სიმართლე მწარეა, მაგრამ მხოლოდ სიმართლე გადაგვარჩენს“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://old.primetime.ge/am-videos-gamo-akhalgazrda-qartvelma-eqspertebma-rdze-rom-ar-sheshrobiat-jer-tuchebze-mitsastan-gamastsores-tavisi-tchkuit-ra-videos-aqveknebs-giorgi-fkhakadze/

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

ამ ვიდეოს გამო, ახალგაზრდა ქართველმა „ექსპერტებმა“, რძე რომ არ შეშრობიათ ჯერ ტუჩებზე, მიწასთან…

https://accreditation.ge/post/ამ-ვიდეოს-გამო-ახალგაზრდ/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. ამ ვიდეოს გამო, ახალგაზრდა ქართველმა „ექსპერტებმა“, რძე რომ არ შეშრობიათ ჯერ ტუჩებზე, მიწასთან… [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 23]. Available from: https://accreditation.ge/post/ამ-ვიდეოს-გამო-ახალგაზრდ/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp