Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში

ალბათ მალე ქართული შტამი გვექნება, რა დროს კონცერტები და შეხვედრებია?

19/08/2021

ალბათ მალე ქართული შტამი გვექნება, რა დროს კონცერტები და შეხვედრებია?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას განიხილავს.

მისი თქმით, ქვეყანა კატასტროფას თავს ვერ დააღწევს, რადგანაც უკვე დაგვიანებულია.
„ჩვენ კატასტროფას თავს ვეღარ დავაღწევთ, სამწუხაროდ დავაგვიანეთ.

ამას კიდევ არჩევნები ემატება, რომელიც მოდის. ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილება საარჩევნოა და არა ის, რაც ადამიანებს სჭირდებათ. ქვეყანა პირველ ივლისს იყო ჩასაკეტი, არავინ ჩაკეტა. ვაქცინაციის პროგრამა სულ სხვაგვარად იყო ასაწყობი.

ჩვენთან ახლა ის სიტუაციაა, რაც ბრაზილიაში ხდებოდა პირველი ტალღის დროს, როცა პრეზიდენტი ამბობდა, ბიზნესი მირჩევნია დაავადების მართვასო. დაგავიწყდათ რაც იყო ბრაზილიაში. სხვათა შორის ბრაზილიური შტამი ამიტომ წამოვიდა. ჩვენ ისე გავაკეთებთ, მალე, ალბათ, ქართული შტამი გვექნება. რა დროს კონცერტები და შეხვედრებია?“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 58 პაციენტი, რაც თითქმის ორწლიანი ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. მხოლოდ აგვისტოს დასაწყისიდან კოვიდ-ინფექციამ უკვე 770 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 468 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4921 შემთხვევა. ეპიდემიის განმავლობაში საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/albat-male-qartuli-shtami-gveqneba-ra-dros-koncertebi-da-shekhvedrebia-giorgi-fkhakadze

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

ალბათ მალე ქართული შტამი გვექნება, რა დროს კონცერტები და შეხვედრებია?

https://accreditation.ge/post/ალბათ-მალე-ქართული-შტამი/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. ალბათ მალე ქართული შტამი გვექნება, რა დროს კონცერტები და შეხვედრებია? [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 23]. Available from: https://accreditation.ge/post/ალბათ-მალე-ქართული-შტამი/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp