კანონმდებლობა
ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება №4/ნ სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის შესახებ და მისი ცვლილებები, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით.
ამბულატორიული და დღის სტაციონარის მომსახურების, ასევე ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებლები სამინისტროს წარუდგენენ საერთაშორისო აკრედიტაციის ან ISO სერტიფიკატის ასლს.
ბრძანება №34/ნსერტიფიკატის წარდგენის ვადა. აკრედიტორთან ხელშეკრულების მქონე დაწესებულებებს შეიძლებოდა მისცემოდათ დამატებითი ვადა არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.
ბრძანება №14/ნმინისტრს შეუძლია ობიექტური გარემოებების გამო საგამონაკლისო პირობების განსაზღვრა, თუ ეს მომსახურების ხარისხზე გავლენას არ ახდენს.
ბრძანება №20/ნმოქმედი წესები
ბრძანება №4/ნ ყველა ცვლილების გათვალისწინებით.
- ვის ეხება
- საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება დაწესებულება, რომელსაც საერთაშორისო აკრედიტაცია აქვს. მოთხოვნა ეხება სტაციონარულ, ამბულატორიულ და დღის სტაციონარის დაწესებულებებს. „სოფლის ექიმის“ ქვეპროგრამის მიმწოდებლებზე ის არ ვრცელდება.
- ვინ შეიძლება იყოს აკრედიტორი
- ორგანიზაცია, რომელიც ერთდროულად არის ISQua-ს წევრი და აკრედიტებული, და აქვს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ჩამოყალიბებული პრაქტიკა ევროკავშირში, კანადაში ან აშშ-ში. რეკომენდებულ სიაში პირველია Accreditation Canada. 2023 წლის სექტემბრიდან შეფასება ასევე შეუძლია ევროკავშირის ქვეყანაში მოქმედ ადგილობრივ მააკრედიტებელ ორგანიზაციას.
- ალტერნატივები
- ამბულატორიული დაწესებულებებისთვის დასაშვებია ISO 9001 სერტიფიკატი. ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებლებისთვის, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების ლაბორატორიებისთვის, სავალდებულოა ISO 15189. ეს ვალდებულება არ ვრცელდება დაწესებულებებსა და ლაბორატორიებზე, რომლებსაც საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატი აქვთ.
- სამინისტროს შეტყობინება
- რეკომენდებული სიიდან ორგანიზაციის არჩევისას დაწესებულება სამინისტროს აცნობებს აკრედიტაციის პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. სიაში არარსებული ორგანიზაციის არჩევისას საჭიროა სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმება.
- საგამონაკლისო პირობები
- 2026 წლის 30 ივნისიდან მინისტრს შეუძლია დაწესებულებისთვის საგამონაკლისო პირობები განსაზღვროს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის, საჯარო ინტერესის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო, თუ ეს მომსახურების ხარისხზე გავლენას არ მოახდენს. დაწესებულება წარადგენს ინფორმაციას აკრედიტაციის პროცესში მიღწეული შედეგის, ობიექტური გარემოებებისა და მათ აღმოსაფხვრელად გატარებული ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
- უწყვეტობა
- აკრედიტაციისა და ISO სერტიფიკატები განახლდება შეფასების ორგანიზაციის მიერ დადგენილი პერიოდულობით, უწყვეტობის პრინციპის დაცვით.
ბრძანება და მისი ცვლილებები
ყველა დოკუმენტი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე.
- 26.01.2023
ბრძანება №4/ნ
ძირითადი ბრძანება: 2025 წლის 1 იანვრიდან პროგრამის მიმწოდებლად განისაზღვრება საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე დაწესებულება; აკრედიტორის კრიტერიუმები და რეკომენდებული სია; ISO 9001 და ISO 15189 ალტერნატივები.
- 08.09.2023
ბრძანება №66/ნ
შეფასება ასევე შეუძლია ევროკავშირის ქვეყანაში მოქმედ ადგილობრივ მააკრედიტებელ ორგანიზაციას.
- 31.12.2024
ბრძანება №46/ნ
ვადები: სტაციონარებისთვის სერტიფიკატი 2025 წლის 1 მაისამდე, ამბულატორიებისა და ლაბორატორიებისთვის 2025 წლის 31 დეკემბრამდე. ლაბორატორიებისთვის ISO 15189 სავალდებულო გახდა (საერთაშორისო აკრედიტაციის არქონის შემთხვევაში). მინისტრს შეუძლია გონივრული დამატებითი ვადის მიცემა.
- 02.05.2025
ბრძანება №14/ნ
სტაციონარების ვადა გადავიდა 2025 წლის 15 ივნისზე. დაწესებულებას, რომელიც აკრედიტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებას წარადგენდა, შეიძლებოდა მისცემოდა დამატებითი ვადა არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.
- 30.12.2025
ბრძანება №34/ნ
ამბულატორიული, დღის სტაციონარისა და ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებლების ვადა გადავიდა 2026 წლის 31 დეკემბერზე.
- 30.06.2026
ბრძანება №20/ნ
მინისტრს შეუძლია დაწესებულებისთვის საგამონაკლისო პირობების განსაზღვრა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის, საჯარო ინტერესის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო, თუ ეს ხარისხზე გავლენას არ ახდენს.
ეს მიმოხილვა საინფორმაციოა და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. გადაწყვეტილების მიღებამდე გადაამოწმეთ მოქმედი რედაქცია matsne.gov.ge-ზე.
რას ნიშნავს ეს თქვენი დაწესებულებისთვის
თუ ამბულატორიულ ან ლაბორატორიულ მომსახურებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში აწვდით, საერთაშორისო აკრედიტაციის ან ISO სერტიფიკატის ასლი სამინისტროს 2026 წლის 31 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოთ. მომზადებას დრო სჭირდება, ამიტომ ახლავე დაიწყეთ.
Accreditation Canada ბრძანებით რეკომენდებულ ორგანიზაციებს შორისაა. მისი ადგილობრივი გუნდი ქართულ ენაზე გეხმარებათ მომზადებაში, ხოლო პროცესის დაწყებიდან 30 დღეში სამინისტროს შეტყობინებაშიც დაგეხმარებით.
გააზიარეთ ეს გვერდი
accreditation.ge
გვერდი
აკრედიტაციის კანონმდებლობა: ბრძანება №4/ნ, ცვლილებები და ვადები
https://accreditation.ge/legal-framework/როგორ მივუთითოთ ეს გვერდი
Accreditation Canada – Georgia. აკრედიტაციის კანონმდებლობა: ბრძანება №4/ნ, ცვლილებები და ვადები [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2026 [cited 2026 Sep 23]. Available from: https://accreditation.ge/legal-framework/