Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში

არაფერი გვაქვს ქვეყანაში, რომ ეპიდემია შევაჩეროთ, დაგვერხა თან მაგრად – გიორგი ფხაკაძე

28/02/2021

არაფერი გვაქვს ქვეყანაში, რომ ეპიდემია შევაჩეროთ, დაგვერხა თან მაგრად – გიორგი ფხაკაძე

„თავის მოტყუება რატომ გვიყვარს, მართლა ვერ გავიგე, არაფერი არ გვაქვს რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში“,- ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ფხაკაძე CNN-ის ერთ-ერთ სტატიასაც აზიარებს, რომელშიც ჩეხეთში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა ლაპარაკი.

როგორც სტატიიდან ვიგებთ, ჩეხეთში დაგვიანებული მოქმედებებისა და რამდენიმე არასწორად გადადგმული ნაბიჯის გამო მძიმე მდგომარეობაა და საავადმყოფოები ჩამოშლის პირასაა.

სტატიაში ჩეხეთის ერთ-ერთი მთავარი ეპიდემიოლოგი მიუთითებს სამ გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია გამოიწვია.

„პირველი შეცდომა არის ის, როდესაც მთავრობამ უარი თქვა ზაფხულში პირბადის სავალდებულო ტარებაზე, მეორე, როდესაც გადაწყვიტა შობის წინ მაღაზიების გახსნა და მესამე, როდესაც მთავრობამ ვერ მოახერხა რეაგირება იანვრის დასაწყისში ვირუსის ახალ ვარიანტზე. ეს სამი დიდი შეცდომა იყო და ახლა, ჩვენ მხოლოდ ვლოცულობთ, რომ მეოთხე არ მოხდეს”, – ამბობს ეპიდემიოლოგი.

„აგერ ბატონო, ფხაკაძე გაფრთხილებთ მაგრამ ვინ გისმენს, მაგინებთ, მლანძღავთ, 1000 სისულელეს წერთ ჩემს წინააღმდეგ. ჩემი თუ არ გჯერათ ნახეთ თუ რა ხდება ჩეხეთში. თავის მოტყუება რატომ გვიყვარს, მართლა ვერ გავიგე.

დავიღალე ოღონდ მართლა. არაფერი არ გვაქვს რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში. ტყუილი, კორუფცია, არა პროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, გაუნათლებლობა, ექსტრემიზმი, ფარისებლური მორწმუნეობა და ყველაფერი შეფუთვა პოლიტიკურ ფერში, დავიღალე.

P.S: დაგვერხა თან ძაან მაგრად“,- წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://old.primetime.ge/araferi-gvaqvs-qvekanashi-rom-epidemia-shevacherot-dagverkha-tan-magrad-giorgi-fkhakadze/

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

არაფერი გვაქვს ქვეყანაში, რომ ეპიდემია შევაჩეროთ, დაგვერხა თან მაგრად – გიორგი ფხაკაძე

https://accreditation.ge/post/არაფერი-გვაქვს-ქვეყანაშ-2/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. არაფერი გვაქვს ქვეყანაში, რომ ეპიდემია შევაჩეროთ, დაგვერხა თან მაგრად – გიორგი ფხაკაძე [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Sep 23]. Available from: https://accreditation.ge/post/არაფერი-გვაქვს-ქვეყანაშ-2/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp