Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში

„როცა დავწერე, რომ ნინო ნადირაძე პროფესიონალია, გადამიარეს, მტკიცედ ვიყავი და ვარ ჩემს პოზიციაზე“

16/12/2023

„როცა დავწერე, რომ ნინო ნადირაძე პროფესიონალია, გადამიარეს, მტკიცედ ვიყავი და ვარ ჩემს პოზიციაზე“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას, რომლითაც ის კლინიკა „ვივა მედის“ გენერალურ დირექტორს, ნინო ნადირაძეს მადლობას უხდის.

გიული ალასანია: მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ნინო ნადირაძეს, „ვივამედის“ ექიმების, ექთნების კმაყოფილი ვარ.. სპეკულაცია ამ თემებზე სრულიად ზედმეტია

გიორგი ფხაკაძე კოლეგას სოლიდარობას უცხადებს და წერს:

„მე როცა დავწერე, რომ ნინო ნადირაძე არის პროფესიონალი, გადამიარეს (ეს კიდევ იოლად არის ნათქვამი)… მაგრამ მაინც, მტკიცედ ვიყავი და ვარ ჩემს პოზიციაზე.

ჩემი შეფასება ყოველთვის არის დაფუძნებული მტკიცებულებაზე, ნეიტრალურობაზე, პროფესიონალიზმსა და კომპეტენციაზე.

დრო გავიდა (როგორც ყოველთვის) ვინ არის მართალი?!

თავად ბატონი მიხეილი და ქალბატონი გიული ამაზე საუბრობენ.

როცა ხმამაღალ, ემოციურ განცხადებებს ვაკეთებთ, უნდა შევაფასოთ ყველა მხარე და არ უნდა ვიყოთ მიკერძოებული.

ქალბატონ ნინო ნადირაძეს, ჩემს კოლეგას, გაძლებას ვუსურვებ და კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ამ რთულ ვითარებაში ინარჩუნებს სიმშვიდეს, პროფესიონალიზმს და კომპეტენტურობას“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/roca-davwere-rom-nino-nadiradze-profesionalia-gadamiares-mtkiced-viyavi-da-var-chems-poziciaze-giorgi-fkhakadze

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

„როცა დავწერე, რომ ნინო ნადირაძე პროფესიონალია, გადამიარეს, მტკიცედ ვიყავი და ვარ ჩემს პოზიციაზე“

https://accreditation.ge/post/როცა-დავწერე-რომ-ნინო-ნად/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. „როცა დავწერე, რომ ნინო ნადირაძე პროფესიონალია, გადამიარეს, მტკიცედ ვიყავი და ვარ ჩემს პოზიციაზე“ [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2023 [cited 2026 Sep 23]. Available from: https://accreditation.ge/post/როცა-დავწერე-რომ-ნინო-ნად/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp