25/11/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ საქართველოში მედიკამენტების ხელმისაწვდომობისთვის გატარებული რეფორმები ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაზე, ჰანს კლუგემ აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებულმა სისტემურმა რეფორმებმა - ფასების რეგულირებამ და რეფერენტული ფასების განსაზღვრამ - ონკოლოგიური წამლების ღირებულების 45%-ით შემცირების შესაძლებლობა შექმნა. მისივე თქმით, ეს ცვლილებები სახელმწიფოსთვის, ორჯერ მეტი მედიკამენტების შესყიდვების საშუალებას იძლევა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბ აზარაშვილთან ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებული რეფორმები განიხილა.
სესიაზე სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოს ჯანდაცვის სტრატეგია ორიენტირებულია ჯანდაცვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ხელშეწყობაზე, ასევე - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებისა და ჯანდაცვის კადრების შესაძლებლობის ზრდაზე.
თამარ გაბუნიას განცხადებით, განცხადებით, მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო საშუალებების დაფინანსების გასაუმჯობესებლად.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე.
ყაზახეთში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესია 26 ოქტომბერს დასრულდება. სესიაში მონაწილეობენ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები, წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები, მათი მოადგილეები, ევროკომისიისა და „იუნისეფის“ მაღალი რანგის წარმომადგენლები.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაზე ჰანს კლუგემ აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებულმა სისტემურმა რეფორმებმა, ფასების რეგულირებამ და რეფერენტული ფასების განსაზღვრამ ონკოლოგიური წამლების ღირებულების 45%-ით შემცირების შესაძლებლობა შექმნა.
მისივე თქმით, ეს ცვლილებები სახელმწიფოსთვის ორჯერ მეტი მედიკამენტების შესყიდვების საშუალებას იძლევა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბ აზარაშვილთან ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებული რეფორმები განიხილა.
„ხალხს თუ არ აქვს შესაძლებლობა, გადაიხადოს ფული ექიმთან წასასვლელად ან მედიკამენტისთვის, ეს მხოლოდ პრაქტიკული პრობლემა არ არის, ეს ეთიკური პრობლემაა, რადგან ადამიანები კარგავენ ნდობას მთავრობების, ჩვენ მიმართ.
თუმცა, არსებობს ბევრი კარგი მაგალითი. ახლახან ვიმყოფებოდი უმშვენიერეს თბილისში, საქართველოში, რათა განმეხილა ჯანდაცვის მინისტრთან, ბატონ ზურაბ აზარაშვილთან, თუ როგორ მოახერხეს ფასების რეგულაციაზე, რეფერენტულ ფასებზე ერთიანი სამუშაოს წარმართვა, რამაც, საბოლოოდ, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების 45%-ით შემცირების შესაძლებლობა შექმნა, რაც ნიშნავს, რომ ახლა საქართველოს ორჯერ მეტი მედიკამენტის შესყიდვის საშუალება აქვს“, – განაცხადა ჰანს კლუგემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაზე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments