top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ "ვოსორიტიდთან” დაკავშირებით განცხადებას ავ

24/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენტ "ვო­სო­რი­ტი­დის" თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„საბ­ჭოს წევ­რებს პრო­ტო­კო­ლის თა­ო­ბა­ზე პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის­თვის ვადა გა­ნე­სა­ზღვრათ 24 ივ­ლი­სამ­დე.“

რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ვა­დე­ბის დაც­ვა ემ­სა­ხუ­რე­ბა ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის გა­და­ზღვე­ვას და ვა­დებს სა­მი­ნის­ტრო ხე­ლოვ­ნუ­რად ვერ შე­ამ­ცი­რებს. "აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენტ "ვო­სო­რი­ტი­დის" თა­ო­ბა­ზე გაც­ნო­ბებთ, რომ აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ექ­სპერ­ტე­ბის ჯგუფ­მა, ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, პრო­ტო­კო­ლის პრო­ექ­ტი მო­ამ­ზა­და, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტი­ზი­სა და შე­თან­ხმე­ბის­თვის, გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის ეროვ­ნულ საბ­ჭოს, მიმ­დი­ნა­რე წლის 27 ივ­ნისს გა­ეგ­ზავ­ნა.

"გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის“ საბ­ჭოს წევ­რე­ბის შე­ნიშ­ვნე­ბი, ასე­ვე მწარ­მო­ებ­ლის მიერ და­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, ქვე­ყა­ნა­ში მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვის­თვის, მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კის, მრა­ვალ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე დამ­ყო­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე სა­კი­თხე­ბი გან­ხი­ლულ იქნა 3 ივ­ლისს ჩა­ტა­რე­ბულ იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭო­ზე, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და მშობ­ლე­ბის ჯგუ­ფი.


საბ­ჭო­ზე და­ით­ქვა სა­ვა­რა­უ­დო ვადა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლის დამ­ტკი­ცე­ბის­თვის (15-20 ივ­ლი­სი). პრო­ტო­კო­ლის ჯგუ­ფის წევ­რებ­მა, და­მა­ტე­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო, მ.შ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერტთან, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლი სა­მი­ნის­ტრო­ში წარ­მო­ად­გი­ნეს 19 ივ­ლისს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ, ამა­ვე დღეს, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, წე­რი­ლო­ბით, მი­ე­წო­და იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭოს ყვე­ლა წევ­რს, მათ შო­რის - მშობ­ლებს.

გარ­და ამი­სა, მშობ­ლე­ბის ჯგუ­ფი მუდ­მივ სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იყო სა­მი­ნის­ტროს პა­სუ­ხის­მგე­ბელ თა­ნამ­შრო­მელ­თან, პრო­ტო­კო­ლის მომ­ზა­დე­ბის სტა­ტუ­სის თა­ო­ბა­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ყვე­ლა შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე მშო­ბელ­თა ჯგუ­ფი და შუქ­დე­ბო­და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის გან­ვმარ­ტავთ, რომ "გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის“ საბ­ჭოს გან­ხილ­ვი­სა და ობი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის უნდა ჰქონ­დეს გო­ნივ­რუ­ლი ვადა - ამ­დე­ნად, საბ­ჭოს წევ­რებს პრო­ტო­კო­ლის თა­ო­ბა­ზე პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის­თვის ვადა გა­ნე­სა­ზღვრათ 24 ივ­ლი­სამ­დე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აღი­ნიშ­ნოს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ვა­დე­ბის დაც­ვა ემ­სა­ხუ­რე­ბა ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის გა­და­ზღვე­ვას და ვა­დებს სა­მი­ნის­ტრო ხე­ლოვ­ნუ­რად ვერ შე­ამ­ცი­რებს.

საბ­ჭოს წევ­რე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი დას­ტუ­რის შემ­დეგ, პრო­ტო­კო­ლი დამ­ტკიც­დე­ბა მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით. პა­რა­ლე­ლუ­რად, გრძელ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კომ­პა­ნია "ბი­ო­მა­რინ­თან”, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის და­ზუს­ტე­ბის მიზ­ნით.

სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ხა­ტავს მზა­ო­ბას იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სრუ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვის პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თე­ბა საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

სა­მი­ნის­ტრო გა­აგ­რძე­ლებს პრო­ცე­სის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ყვე­ლა ჩარ­თულ და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 19 ივ­ლისს, იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭოს წევ­რებ­თან, მათ შო­რის მშობ­ლებ­თან, ამა­ვე დღეს გაგ­ზავ­ნილ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს:

"საბ­ჭოს პა­ტივ­ცე­მუ­ლო წევ­რე­ბო, მო­გე­სალ­მე­ბით!

წარ­მო­გიდ­გენთ 2023 წლის 03 ივ­ლისს გა­მარ­თუ­ლი საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის შემ­დგომ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ნახ­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას:

პრო­ტო­კო­ლის სა­მუ­შაო ჯგუფ­მა, 2023 წლის 19 ივ­ლისს, სა­მი­ნის­ტრო­ში წარ­მო­ად­გი­ნა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი "აქონ­დროპ­ლა­ზი­ის და ჰი­პო­ქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მარ­თვა 0-18 წლის ასაკ­ში’’ კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვის სა­ხელ­მწი­ფო სტან­დარ­ტი (პრო­ტო­კო­ლი);

პრო­ტო­კო­ლი გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რედ­გი­ნა გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის საბ­ჭოს. პრო­ტო­კო­ლის დამ­ტკი­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის საბ­ჭოს ეთხო­ვა მო­საზ­რე­ბე­ბის წარ­დგე­ნა 2023 წლის 24 ივ­ლი­სის დღის ბო­ლომ­დე;

გრძელ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა კომ­პა­ნია ბი­ო­მა­რინ­თან.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ჩა­ტა­რე­ბის თა­რიღს გაც­ნო­ბებთ და­მა­ტე­ბით.

და­ნარ­თი სა­ხით გიგ­ზავ­ნით სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს 2023 წლის 03 ივ­ლი­სის შეხ­ვედ­რის ოქმს“.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




113 views0 comments

Comentários


Post: Blog2_Post
bottom of page