top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

წელსაც ბათუმიდან დაიწყება ეპიდაფეთქება, მაგრამ უფრო მწარე იქნება - ფხაკაძე

20/06/2021

მორიგ ეპიდაფეთქებას საქართველოში კვლავ ბათუმიდან უნდა ველოდოთ. გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძის მოსაზრებით, ინდური შტამის გავრცელება სიტუაციას შარშანდელზე მეტად დაამძიმებს.

“ჩვენ გვაქვს ძალიან მოკლე მეხსიერება. შარშან ზუსტად იგივე იყო – დაიწყო აფეთქება ბათუმიდან, წელსაც იქნება იგივე ისტორია, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ უფრო მწარე იქნება. გვექნება ინდური შტამი, ე.წ. დელტა შტამი იქნება უფრო ძლიერი, გავრცელება იქნება ძლიერი, მოსახლეობის იმუნური სისტემა იქნება უფრო დაქვეითებული, რადგან ხალხი ფიზიკურად დაიღალა.

აი, ამას ელოდება ვირუსი, როდესაც თქვენ იტყვით “რაც იქნება, იქნებაო”, აი, მაშინ იგებს ვირუსი”. – აცხადებს ფხაკაძე „რუსთავი 2“-თნ კომენტარში.

გიორგი ფხაკაძემ ასევე დაანონსა, რომ წლის ბოლომდე მსოფლიოს კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი ექნება.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page