15.07.2021 Rustavi2
ძირითადად ბავშვები დაზიანდებიან, იქნება ჟანგბადის ნაკლებობა - გიორგი ფხაკაძე "დელტა" შტამის შემთხვევების საგანგაშოდ ზრდას პროგნოზირებს
მედიკოსთა ნაწილი ყოველ მომდევნო კვირას დაინფიცირების გაორმაგებულ რაოდენობას პროგნოზირებს. სპეციალისტები თვლიან, რომ ე.წ დელტა შტამი ბავშვებისათვის განსაკუთრებით საშიშია და ქვეყანამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.
"მე-4 ტალღა მე გამოვაცხადე ოფიციალურად ქვეყანაში იმიტომ, რომ ინფიცირების შემთხვევები აუცილებლად იქნება გაორმაგებული ყოველ კვირაში, 20% მომავალ კვირაში გახდება - 40%. საქართველოში თითქმის ყველა ახალი ინფიცირებული იქნება "დელტა" ვირუსით ინფიცირებული. ბავშვები არიან ის ძირითადი კონტიგენტი, ვინც იქნება ძირითადად დაზიანებული. იქნება ნაკლებობა ჟანგბადის. ჟანგბადის მომარაგება უნდა იყოს დაწყებული ახლა," - აცხადებს პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე.
ექიმები შეზღუდვების მოხსნას ნაადრევად მიიჩნევენ და ქვეყანაში ამჟამად არსებული ვითარების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ამ ფაქტს ასახელებენ.
"შეზღუდვების მოხსნა ახლა იყო ძალიან ნაადრევი და იყო ძალიან დიდი სარისკო ნაბიჯი, რომელმაც არ გაამართლა და შედეგი სახეზე არის. ახლა ამ მომენტისათვის ალბათ შეზღუდვების შემოღება ცოტათი გაჭირდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფომ მოახდინა ადრე დარღვევებისათვის ჯარიმების ჩამოწერა, მოსახლეობა იფიქრებს, რომ რომც დაარღვიოს ახლა შეზღუდვები, მას შეიძლება ისევ აპატიონ. მასობრივი თავშეყრები უნდა აიკრძალოს. ძალიან უნდა გამკაცრდეს კონტროლი იმაზე, რომ ადამიანები ატარებენ პირბადეებს," - განაცხადა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/204596
Comments