top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ძალიან სასიხარულო ამბავი მაქვს, Pfizer-ი ვინც გაიკეთა სპერმასთან არანაირი პრობლემა არ არის

11.05.2021 Rustavi2

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ "ფაიზერით" აცრა ადამიანს თავიდან ააცილებს სპერმასთან დაკავშირებით პრობლემას, რომელსაც COVID-19-ის ინფექცია ტოვებს. გიორგი ფხაკაძის თქმით, ასეთი დასკვნა დაიდო ისრაელში ჩატარებული კვლევის შედეგად:

"ჩვენ გვქონდა საკითხი, თუ გახსოვთ აფეთქდა საქართველოს ინტერნეტი სპერმასთან დაკავშირებით. მე ვთქვი, რომ ვინც გადაიტანა კოვიდი, არის პრობლემები სპერმასთან. ვაქცინასთან დაკავშირებით კვლევები არ იყო ჩატარებული. ძალიან სასიხარულო ამბავი მაქვს, ისრაელში ჩატარდა კვლევა, რომ "ფაიზერი" ვინც გაიკეთა ვაქცინა, სპერმასთან არანაირი პრობლემა არ არის, ეს არის ძალიან კარგი ამბავი," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ, მისი თქმით, ასეთი დაწვრილებითი კვლევები და ინფორმაცია უნდა არსებობდეს სხვა ვაქცინებთან დაკავშირებითაც. გიორგი ფხაკაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე პირბადის მუდმივი გამოყენებაც.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/198689


Comments


Post: Blog2_Post
bottom of page