top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ჩინეთში არმაგედონი დაიწყო! კოვიდი უკონტროლო გახდა! - რას ურჩევს გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას

20/12/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ჩინეთის შემაშფოთებელ ეპიდვითარებას ეხმიანება.


გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ამერიკელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, ეპიდემიოლოგ ერიკ ფაიგლ-დინგის სტატუსს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩინეთში საავადმყოფოები სრულად არის გადატვირთული:


„ჩინეთში არმაგედონი დაიწყო! კოვიდი უკონტროლო გახდა!

ის, რაც მსოფლიომ 2 წლის მანძილზე გადაიტანა (კოვიდის 9 ტალღამდე) ჩინეთში ერთბაშად გადაუვლის ამ ზამთარს, სავარაუდოდ, 3 ტალღა ექნებათ თებერვლის ბოლომდე.


სამწუხაროდ, ადრეული შეფასებები გადასახედი გახდა და დღეს უკვე საუბარია, სავარაუდოდ, 1 მილიონი ჩინელის მსხვერპლზე ამ ზამთარს მარტო!


სავარაუდოდ, 800 მილიონამდე ადამიანით დაინფიცირებულ ჩინეთში ახალი ვარიანტის ჩამოყალიბების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი…


ყველგან, სადაც პოლიტიკოსები ერევიან ჯანდაცვის სფეროში „ექსპერტებად“, ყველგან გვაქვს პრობლემები, ნათელი მაგალითებიც გვაქვს – შვედეთი, ბრაზილია, ამერიკა, ინდოეთი, ჩინეთი და აგერ საქართველო…


საქართველოში კი არის ჩამოყალიბებული არაერთგზის „ჯოგური იმუნიტეტი“ და ეს ზამთარი უკვე ჩვეულებრივ „რეჟიმში“ გადავაგორებთ, ოღონდ „ზამთარი“ იქნება მარტის ჩათვლით და პირბადე მაინც გამოიყენეთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



რაც შეეხება ერიკ ფაიგლ-დინგის სტატუსს, ის წერს:


„ჩინეთში სრულად არის გადატვირთული საავადმყოფოები მას შემდეგ, რაც შეზღუდვები შემცირდა. ეპიდემიოლოგების შეფასებით, ჩინეთის 60 % და დედამიწის მოსახლეობის 10%, სავარაუდოდ, ინფიცირდება მომდევნო 90 დღის განმავლობაში“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page